მნიშვნელოვანია, ბიზნესის ყველა წარმომადგენელს ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს სამართლიანი თამაშის წესები, არ ხდება მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა და პრივილეგიების მინიჭება - ლევან ჟორჟოლიანი
ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუა, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას და არც კანდიდატ ქვეყნებს არ აქვთ ასეთი ელექტრონული მოდელი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა Business Insider Georgia-ში განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, შესყიდვების მიმართულებით, წლების განმავლობაში იყო პრობლემა არასწორი პრაქტიკები.
„ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის დავალება ყველა სამთავრობო სტრუქტურის მიმართ, გამონაკლისს არც შესყიდვები წარმოადგენს. შესყიდვები არის ის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიზნესთან ურთიერთობასთან, ეკონომიკურ ზრდასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ყველა წარმომადგენელს ჰქონდეს იმის განცდა, რომ არსებობს სამართლიანი თამაშის წესები, რომ პროცესი არის ინკლუზიური, რომ არავის ვტოვებთ და არ ხდება რაღაც მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა, პრივილეგიების მინიჭება და ა.შ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბაზარი და ურთიერთობები იყოს ჯანსაღი", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო შესყიდვის პირველ ეტაპს ბაზრის კვლევა წარმოადგენს და არსებობდა სამწუხარო პრაქტიკა, როდესაც ბაზრის კვლევა 2-3 კომპანიასთან ტარდებოდა.
„ეს კომპანიები შეიძლება, ერთი კაცისაც ყოფილიყო. ხდებოდა ხელოვნურად ფასების გაზრდა. ასევე ბევრი მომწოდებელი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდა და ისინი ხელოვნურად იყოფდნენ ბაზარს. თუ იცოდნენ მაგალითად, რომ რაღაც X რაოდენობის საქონელს ყიდულობს ესა თუ ის საჯარო უწყება წლიდან წლამდე, მაგალითად, კომპიუტერებს ან რამე სხვას, ბაზრის კვლევაში აწვდიდნენ გაზრდილ ფასებს. შემდეგ ვხედავდით, რომ შემოდიოდა მარტო ერთი ან ორი კომპანია, როდესაც ბაზარზე არის 20 და მეტიც. ეს მიუთითებს იმასაც, რომ გარკვეული კოორდინაცია ალბათ არსებობდა, მათ შორის შემსყიდველსა და მომწოდებელს შორის, რაც ასევე დაუშვებელია. ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუა, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ აქვს, შესაბამისად, არც კანდიდატ ქვეყნებს არ აქვთ ასეთი ელექტრონული მოდული. ბევრ ქვეყანას აქვს ელექტრონული შესყიდვების მოდული, ეს ჩვენთანაც ასე იყო წლების განმავლობაში, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ ბაზრის კვლევას, ეს არის აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუ", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა
11.12.2025.16:43
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.
ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.