ამბიციური გეგმა არის, რომ 2030 წლისთვის საქართველო იყოს ყველაზე მეტად მომზადებული კანდიდატი ქვეყნებიდან ევროკავშირში წევრობისთვის - ლევან მახაშვილი
ჩვენი ამბიციური გეგმა არის, რომ 2030 წლისთვის საქართველო იყოს ყველაზე მეტად მომზადებული კანდიდატი ქვეყნებიდან ევროკავშირში წევრობისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა.
„დღეს პარლამენტი იწყებს სამთავრობო გუნდის და პროგრამის განხილვას და მათ მოსმენებს. თითოეულ კომიტეტში დეტალურად თითოეული კანდიდატის პროგრამას, გეგმებს, სამომავლო ხედვებს. საზოგადოებას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ შეაფასოს, თავად დარწმუნდეს, რომ ეს ადამიანები არიან საუკეთესო პროფესიონალები. ჩვენი ამბიციური გეგმა არის, რომ 2030 წლისთვის საქართველო იყოს ყველაზე მეტად მომზადებული კანდიდატი ქვეყნებიდან ევროკავშირში წევრობისთვის.
სწორედ ამიტომ სამთავრობო პროგრამა ძალიან ამბიციურ გეგმებს ისახავს. იქნება ეს როგორც თავად ევროკავშირთან როგორც ორგანიზაციასთან და მის ინსტიტუტებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, ამ თანამშრომლობის გზაზე ნებისმიერი ხელოვნური ბარიერის მოხსნა, ასევე თავად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივ, თუ მრავალმხრივ ფორმატებში ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება და კიდევ უფრო გაღრმავება“, - აღნიშნა მახაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.13:58
თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელები მოეწყო, ამ ეტაპზე კი 4 000 კვ. მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე იხარჯება.
„მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. აქ წლების წინ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა - მანქანით გავლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო და არ არსებობდა არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია. მოსახლეობას დავპირდით, რომ დავიწყებდით პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებში მოეწყობოდა ყველა საჭირო მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდებოდა საგზაო ინფრაქტრუქტურა და იმოძრავებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დღეისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ხვანჭკარის ქუჩაზე. პროექტი მიმდინარეობს შოვის ქუჩაზეც, თუმცა სამუშაოებს ამით არ ვამთავრებთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ქუჩა და ჩიხია მოსაწესრიგებელი. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ვახორციელებთ ძალიან საჭირო პროექტს ზედა დასახლებაში - ეწყობა სანიღვრე სისტემა, მონტაჟდება კოლექტორი, რომელიც ბორჯომის ქუჩაზე იქნება დაერთებული. სამუშაოებს ვაგრძელებთ და გვინდა, უახლოეს მომავალში აღნიშნული დასახლება სრულად მოვიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, ვარდისუბნის IV შესახვევში, ნეკრესის, დაისის, ბორჯომის, ვანისა და ბორითის ქუჩებზე გზის მოწესრიგება უკვე დასრულდა. რვავე ქუჩაზე, მთლიანად შვიდ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთი, 30 000კვ. მეტრი ფართობი რეაბილიტირდება, რისთვისაც გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 4 000 000 მილიონამდე ლარი იხარჯება. საგზაო სამუშაოებამდე ტერიტორიაზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებიც.
გარდა ამისა, გამგეობა კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს გეგმავს, რომელზეც დაერთდება ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთისა და შემდგომში დაგეგმილი სხვა ქუჩების სანიაღვრე სისტემები. უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი.
ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გაეცნენ.