ალიევმა და ფაშინიანმა ტრამპის შუამავლობით, თეთრ სახლში ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, თეთრ სახლში ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას.
აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ გაფორმებულ დეკლარაციას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც მოაწერა ხელი.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აზერბაიჯანთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის. ეს შეზღუდვები 1992 წელს დაწესდა.
აშშ-მა ასევე გააფორმა ორმხრივი შეთანხმება თითოეულ ქვეყანასთან ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ეკონომიკური თანამშრომლობის, საზღვრის უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის შესახებ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
09.08.2025.00:21
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ახალი შეთანხმების ფარგლებში აცხადებენ ცეცხლის სრულ და უვადო შეწყვეტისადმი ერთგულებას.
„სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა საბრძოლო მოქმედება, აღადგინონ ვაჭრობა, მოგზაურობა და დიპლომატიური ურთიერთობები“, - განაცხადა ტრამპმა ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე თეთრ სახლში.