ახლა ვართ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე. შემდეგი იქნება ანალიტიკა, ბოლო ეტაპი - შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სექტორი გავხადოთ უფრო ეფექტური - შოთა ბერეკაშვილი საპარლამენტო კომისიის მიზნებზე
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, ისაუბრა კომისიის სამომავლო მიზნებზე.
ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის მიზანი სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეფექტურობის გაზრდაა, რაც კარგად აისახება როგორც მომხმარებელზე, ისე ბიზნესზე.
„ჩვენ ახლა ვართ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე. შემდეგი ეტაპი იქნება ანალიტიკა, ბოლო ეტაპი - შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს სექტორი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ეფექტური, რაც მოგვცემს საშუალებას იმისა, რომ, ერთი მხრივ, ბაზრის კონკურენცია და კაპიტალიზაცია გაიზრდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ერთეულის ფასები შემცირდება და ეს მომხმარებლისთვისაც კარგია და ბიზნესისთვისაც, რადგან უფრო კონკურენტულ ფასში გაიყიდება უფრო მეტი პროდუქცია ,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 9.8%-ით გაიზარდა და $320.6 მლნ შეადგინა - სებ
სხვა სიახლეები
პარლამენტი 15 აპრილს, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
14.04.2026.14:10
მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები 14 და15 აპრილს გაიმართება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 15 აპრილს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში 30 საკითხს განიხილავს, მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები: „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.