მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.6
-0.0049
flag
AZN 1.5927
-0.0005
flag
CNY 37.788
-0.007
flag
EUR 3.1783
-0.0042
flag
GBP 3.645
-0.0227
flag
KZT 49.68
-0.0019
flag
TRY 0.0668
-0.0001
flag
USD 2.7086
-0.0008

ახალი პროგრამა, რომლის ამოქმედებასაც დავუჭირეთ მხარი, ჩვენს თანამოქალაქეებს რევმატოიდულ ართრიტთან ბრძოლას შეუმსუბუქებს - ზურაბ ჩიკვილაძე

news image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ახალი ქვეპროგრამის ამოქმედებას დაუჭირეს მხარი.

როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს  სხდომაზე განაცხადა,  ახალი ქვეპროგრამა დედაქალაქის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამა-ქვეპროგრამების ნუსხას ემატება და მისი დაფინანსება 300,0 ათასი ლარით განისაზღვრება.

„ახალ ქვეპროგრამაზე,  რომლის ამოქმედებასაც დღეს დავუჭირეთ მხარი, დედაქალაქის მერმა რამდენიმე კვირის წინ ვრცლად ისაუბრა. ამ ქვეპროგრამის ამოქმედება ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შეუმსუბუქებს იმ დაავადებასთან ბრძოლას, რომელსაც რევმატოიდული ართრიტი ჰქვია. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ამ დაავადების მქონე პაციენტებისათვის ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას მოიცავს.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ამ პროგრამის შემუშავებაში მიიღეს მონაწილეობა, მადლობა კომისიის წევრებს, რომელთა რეკომენდაციებით ამ  პროგრამამ  სრულყოფილი სახე მიიღო.  ეს დაავადება დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული, დღეს მიღებული წესი კი მთლიანად განსაზღვრავს იმ ფორმატს, რომლითაც  ჩვენი თანამოქალაქეები უნდა განიკურნონ“,  -  განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ზურაბ ჩიკვილაძემ. 

რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სახსრების პროგრესირებად, შეუქცევად დაზიანებას და ქმედუუნარობის განვითარებას იწვევს.

საერთაშორისო რეკომენდაციების (EULAR, ACR) თანახმად, მკურნალობა დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატული საშუალებებით იწყება, თუმცა გარკვეული შემთხვევების დროს ეს თერაპია არ არის ეფექტიანი. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის სქემაში  ბიოლოგიური მედიკამენტების ჩართვაა რეკომენდებული, რაც  დაავადების პროგრესირებას ამცირებს და პაციენტის ფუნქციურ მდგომარეობას აუმჯობესებს.

„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების ქვეპროგრამა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირებისთვის სწორედ ასეთი მედიკამენტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

 

 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობოების მხრიდან წამოწყებული კამპანია კახა კალაძის წინააღმდეგაა მიმართული - ნიკოლოზ კახეთელიძე

25.07.2025.17:27

თვალჭრელიძის ქუჩაზე განხორციელებულ აღსრულების პროცესს დღეს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ოპონენტების მიერ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასა და თვალჭრელიძის ქუჩაზე განხორციელებულ აღსრულების პროცესს შორის პარალელის გავლება არასწორია. ნიკოლოზ კახეთელიძის განმარტებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე კერძო მესაკუთრემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რათა იქ შეჭრილი ხალხის გამოსახლება მომხდარიყო. რაც შეეხება თევდორე მღვდლის ქუჩას, ნიკოლოზ კახეთელიძის თქმით, აქ საქმე ადამიანების საკუთრებაში არსებულ ფართებს ეხებოდა. როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობოების მხრიდან წამოწყებული კამპანია მხოლოდ და მხოლოდ კახა კალაძის წინააღმდეგაა მიმართული.

„თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტში თბილისში რეგისტრირებული მხოლოდ ცხრა ოჯახი ცხოვრობდა. ბოლო ორი წელია თბილისის მერია ავარიული შენობიდან ქირით გაყვანის შესახებ მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ ცხრიდან ექვსმა ოჯახმა გამოსვლაზე ოფიციალური უარი განაცხადა, რაც დოკუმენტაციით დასტურდება. ეს მშვენივრად იციან ჩვენმა ოპონენტებმა, მაგრამ ამ კამპანიას კახა კალაძის წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებენ, “- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა