მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

ახალი აეროპორტი შესაძლოა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილას აშენდეს - პრემიერი

news image

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისში ახალი, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ახალი აეროპორტი სავარაუდოდ ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილას აშენდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არსებულ აეროპორტს აქვს მინუსები, შეზღუდვებიც და რეალურად, ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ გვინდა, რეალურად გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი, არსებული აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.

„მე მინდა დღეს რამდენიმე საკითხზე გავაკეთო კომენტარი და თქვენი ყურადღება მივიპყრო. პირველ რიგში, მე მინდა დღის მთავარი საკითხი გამოვიტანო განსახილველად. ეს არის ჩვენი, მე ვიტყოდი საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ გვაქვს დღეს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანი, რომ გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და საერთოდ, მინდა მოკლედ შევაფასო დღეს არსებული აეროპორტი, ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, ჩვენს ამბიციურ მიზნებს, რომლებზეც ახლა მინდა, რომ გესაუბროთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ და გვაქვს სურვილი გრძელვადიან პროექტზე იყოს გათვლა, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ 5 ან 10 წლის განმავლობაში გათვლილი პროქტი და მე ამიტომ, აქედან გამომდინარე, მინდა, რომ შემდეგი გადაწყვეტილების თაობაზე მოგახსენოთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი. ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება, მაგრამ ამის თაობაზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტები ისაუბრებენ.

ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვებიც და რეალურად, ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას. მით უმეტეს, ჩვენ თუ გვინდა გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა, ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი, ვიმსჯელეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ თუ გვინდა 20-30-50 წლიანი და თუნდაც 100 წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ და ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ სათანადო ინფრასტრუქტურა და გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა.

ასეთ ლოკაცია, ასეთი ადგილი თბილისში არის, შეიძლება ითქვას იდეალური ამ მიზნით, ვაზიანის ყოფილი აეროდრომი. ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე თვეა ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ჩვენი სურვილი არის ახლა, რომ ამ პროექტის შესასწავლად ჩამოვიყვანოთ საუკეთესო პროექტანტები, მშენებლები, არქიტექტორები, ჯერ კარგად შევისწავლოთ ეს ადგილი და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.

საუბარი არის თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს, როგორც მე აღვნიშნე დასაწყისში, ჰაბი, რაც არაერთხელ გვითქვამს. ეს უნდა იყოს ტრანზიტულ- ლოგისტიკური და თანამედროვე მგზავრზე გათვლილი საერთაშორისო კლასის აეროპორტი. ასევე ჩვენ საუბარი გვქონდა კარგო ტერმინალების მშენებლობაზე და აშ.. მე აღარ გავაგრძელებ, ამის თაობაზე დეტალურად გვექნება ჩვენ საუბარი და ვფიქრობ, ეს არის ძალიან ამბიციური, მაგრამ საჭირო პროექტი ქვეყნისთვის, თორემ რა თქმა უნდა, ის არსებული აეროპორტი, რაც გვაქვს, დღევანდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა დავიგეგმოთ სწორედ, გრძელვადიან პროექტზე გვქონდეს საუბარი, გათვლა, ამიტომ საჭიროა უფრო ახალი, ამბიციური პროექტის განხორციელება.

ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ქვეყანაში მგზავრთა ნაკადის თითქმის 25%-იანი მატება გვაქვს, ყოველ წელს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. საქართველოს აეროპორტებიდან ხორციელდება პირდაპირი ფრენები მსოფლიოს 58 ქალაქში და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გვაქვს მსოფლიოს 31 ქვეყანასთან. ამიტომ, ჩვენ ახლა დავიწყებთ, როგორც მოგახსენეთ შესწავლას, ჩამოვიყვანთ როგორც მსოფლიოში წამყვან საავიაციო- საკონსულტაციო კომპანიებს, ჩავრთავთ მათ, ჩავატარებთ ძალიან დეტალურ კვლევას და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თბილისს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image "ქართული ოცნება" ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს

30.07.2025.15:27

"ქართული ოცნება" ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს. კახა კალაძე თბილისის მერის პორტზე 2017 წელს აირჩიეს და ის საქმანობას 13 ნოემბერიდან შეუდგა.

განათლება და კვალიფიკაცია

2003 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი

სამსახურეობრივი საქმიანობა


2013 -  დღემდე - პარტია„ქართული ოცნების“გენერალური მდივანი
2012 - 2017 - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი
2008 - 2012 - სს„პროგრესბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
2008 - დღემდე - საქველმოქმედო ფონდი„კალაფონდი" დამფუძნებელი
2007 - დღემდე - საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი„კალაკაპიტალი" დამფუძნებელი


სპორტული კარიერა

2010-2012 წწ. კლუბი „ჯენოა"
2001-2010 წწ. იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი"
1998-2001 წწ. კლუბი „დინამო კიევი"
1996-2012 წწ. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
1993 წ. კლუბი „დინამო თბილისი"

ჯილდოები:

მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა