მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

ახალგაზრდული მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა, სწორედ ძლიერ, მყარ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის - ვარლამ ლიპარტელიანი

news image

მივესალმები პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებს, ჩვენი გუნდის წევრებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დღევანდელ ყრილობას ესწრება. მივესალმები პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინეს, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მანვე აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პატივი და დაფასებაა. 

„ნდობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გამომიცხადა, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად, ძალიან დიდ მოტივაციასაც მიჩენს.რა თქმა უნდა, მივესალმები ჩვენს ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ჩვენი პარტიისთვის ახალგაზრდული მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა, სწორედ ძლიერ, მყარ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის. მინდა დაგპირდეთ, რომ ერთად ძალიან ბევრ მაგარ პროექტს განვახორციელებთ, აქტიურად ჩავერთვებით ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, დღის წესრიგის შემუშავებასა და გადაწყვეტაში. აუცილებლად ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი ორგანიზაციის გაუმჯობესებაზე ფიქრი - უნდა დავიბრუნოთ ის უდიდესი ენერგია და გამოვიყენოთ ის უმნიშვნელოვანესი პოტენციალი, რომელიც თითოეულ ახალგაზრდას გააჩნია. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ, „ქართულ ოცნებაში“ და საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მივცეთ. ჩვენი დიდი სურვილი და მიზანია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ ისეთი ტრადიცია, როდესაც ახალგაზრდები წარმატებას საკუთარი ცოდნის, მონდომებისა და გაკეთებული საქმის მიხედვით მიაღწევენ. როდესაც ჩვენ მომავალ თაობებს ექნებათ სტიმული და დარწმუნებულები იქნებიან, რომ წინსვლის ერთადერთი გზა შრომასა და ნიჭზე გადის!“- აღნიშნა ლიპარტელიანმა. 

მისი განცხადებით, მათ აქვთ შესაძლებლობები იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობას მეტად შეუწყონ ხელი სწავლასა თუ სპორტულ აქტივობებში, დაეხმარონ ხელოვნების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი გზის პოვნასა და გამკლავებაში.

„ნებისმიერი ქვეყნისა და ხალხის უკეთესი ხვალინდელი დღე მომავალი თაობების სწორად აღზრდასა და განვითარებაზეა დამოკიდებული. ამ მხრივ კი, ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველ ძალას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენ ნამდვილად გვაქვს რესურსები და შესაძლებლობები იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობას მეტად შევუწყოთ ხელი სწავლასა თუ სპორტულ აქტივობებში, დავეხმაროთ ხელოვნების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი გზის პოვნასა და გამკლავებაში. ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, სხვადასხვა პროფესიის მქონე ახალგაზრდებს იმისთვის, რომ განვითარდნენ თავად და განავითარონ საკუთარი სამშობლო. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენი კიდევ ერთი მიზანი ისეთი გარემოს უზრუნველყოფა, პოლიტიკის შემუშავების პროცესში იმგვარი ჩართულობაა, რომელიც ახალგაზრდებს უკეთესად და რაც მთავარია, სწორად განტვირთვისა და გართობის შესაძლებლობას მისცემს. ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და პირიქით - კიდევ უფრო მეტ პროდუქტიულობასაც განაპირობებს. 

დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს მსგავსი და, კიდევ უფრო ლამაზი სიტყვებიც ხშირად მოგისმენიათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ესახებოდეს ახალგაზრდული ცხოვრების განვითარება, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრა და პრობლემების მოგვარება, თუმცა, ჩემი გულწრფელი სურვილია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განვახორციელოთ და ყოველდღიურობაშიც დავნერგოთ. ამ პროცესში კი, ჩვენი გუნდის, უამრავი ახალგაზრდისა თუ გამოცდილი ადამიანის გვერდით დგომას ვგრძნობ, რაც საფუძვლიან იმედს მაძლევს, რომ ერთად დასახული მიზნების განხორციელებას აუცილებლად შევძლებთ. - მართლაც სანიმუშოდ ვაქცევთ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციის, შესაბამისად, დავეხმარებით მთელი ქვეყნის ახალგაზრდობას, იცხოვრონ და განვითარდნენ სწორად და ჯანსაღად, გამოადგნენ საკუთარ თავს, ოჯახებსა და სამშობლოს“, -განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს

11.03.2026.17:21

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.

დღეს დელეგაციის წევრები კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრებზე ხაზი გაესმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა