მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7017.7
-0.0018
flag
AZN 1.5846
-0.0015
flag
CNY 37.515
-0.0019
flag
EUR 3.1381
0.0014
flag
GBP 3.6261
0.0038
flag
KZT 49.6
-0.0033
flag
TRY 0.0662
-0.0001
flag
USD 2.6948
-0.0016

ადამიანს რეგიონში მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლი ჰქონდეს, მაგრამ თბილისში უნდოდეს ცხოვრება, ამ მოტივით და მიზნით ვერავინ დააფინანსებს - კახა კალაძე

news image

იმ მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და აქვს საცხოვრებლის პრობლემა, მუნიციპალიტეტი ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თვალჭრელიძის ქ. N1-ში მცხოვრები მოქალაქეების საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამავე მისამართზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ქირით უზრუნველყოფაზე უარი განაცხადეს.

„მუნიციპალიტეტს აქვს შესაბამისი პროგრამები, რომლითაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ადამიანებს, რომელთაც საცხოვრებლის პრობლემა აწუხებთ. იმ მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და აქვს ანალოგიური პრობლემა, მუნიციპალიტეტი ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს. ეს შეთავაზება გაკეთებული იყო ოჯახებზე, თუმცა ჩვენს შეთავაზებაზე მათი საკუთარი ხელით დაწერილი უარი გვაქვს. როდესაც გაქვს საცხოვრისის პრობლემა, მე - მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო, მოვდივარ შენთან და გეუბნები, რომ უზრუნველყოფილი იქნები საცხოვრისით, გაძლევ თანხას, რომ იქირაოთ საცხოვრებელი ბინები, თუმცა ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზაობას, რომ ეს მოქალაქეები საცხოვრებლით დაკმაყოფილებული იყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტს აქვს მეორე - უსახლკარო ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების პროგრამა, რისთვისაც, პირველ რიგში, აღნიშნული სტატუსის მიღებაა საჭირო.

„არის მეორე პროგრამა უსახლკაროს სტატუსის მქონე ადამიანების ფართებით დაკმაყოფილების. წლის ბოლომდე მუნიციპალური საცხოვრისით 400 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული. ადამიანს რეგიონში მიწის ნაკვეთები ჰქონდეს, საცხოვრებელი სახლიც ჰქონდეს, მაგრამ თბილისში უნდოდეს ცხოვრება, ამ მოტივით და მიზნით ვერავინ დააფინანსებს, მაგრამ ვინც სოციალურად დაუცველია და აქვს საცხოვრებლის პრობლემა, პირველ რიგში, უნდა მიიღოს უსახლკაროს სტატუსი, შემდეგ კი მუნიციპალიტეტი ყველა ასეთ ოჯახს დააკმაყოფილებს. ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვინ იქნებიან 63 მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები - სრული სია

11.08.2025.17:07

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგინა. 

ესენი არიან: ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური; გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი; დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი; ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი; სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი ყვარელში- ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში- ვახტანგ კაკუტაშვილი, თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე - ვაჟა მაღრაძე. რუსთავში: ნინო ლაცაბიძე

გარდაბანში: დავით კარგარეთელი - დმანისში: კობა მურადაშვილი - წალკაში: ილია საბაძე მარნეულში დაური ისმაილოვი თეთრიწყაროში თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე - მიხეილ აფციაურს; ბოლნისში ზამური ჭითანავა მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერი- ლევან წიკლაური თიანეთის მუნიციპალიტეტში.

მცხეთაში გოგი აბუაშვილი; დუშეთში დუშეთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე- კახაბერ ჩიტაური ყაზბეგში- კობა გელაძე გორში: კონსტანტინე ბუზალაძე - ქარელში: ზაზა გულიაშვილი - კასპში: ვახტანგ მაისურაძე ხაშურში პაატა ჩადუნელი ადიგენში: გოჩა ქიმაძე.

ასპინძაში: როსტომ მაგრაქველიძე - ახალქალაქში: მელქონ მაკარიანი - ნინოწმინდაში: ანივარდ მოსოიანი ახალციხეში ვარლამ წიკლაური ბორჯომში მამუკა გელაშვილი ქუთაისში: დავით ერემეიშვილი - საჩხერეში: ლევან ივანაშვილი - ჭიათურაში: გივი მოდებაძე - ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი - თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე - ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი - სამტრედიაში: დავით ბახტაძე - ხონში: ლადო ჯურხაძე - წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე; ტყიბულში - დავით კუბლაშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს. ესენია: - ცაგერში: ჭაბუკი ჭაბუკიანი - ლენტეხში: გიორგი გაზდელიანი ამბროლაურში - ზაზა ქევანიშვილს, ონში - დავით ლობჟანიძეს. - ფოთში: ბექა ვაჭარაძე - ხობში: დავით ბუკია - სენაკში: ვახტანგ გადელია - აბაშაში: გიგა გაბელაია - მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი ზუგდიდში- დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი - ჯუმბერ იზორია; მარტვილში- გიორგი ნაჭყებია; წალენჯიხაში - ნიკა კანკია. 

გურიაში მოქმედ მერს - ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება- პაატა კუნჭულია; ჩოხატაურში ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე - მინდია ჟღერია.

აჭარაში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 6-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია: - ქობულეთში: ირაკლი ცეცხლაძე - ხელვაჩაურში: ზაზა დიასამიძე - შუახევში: ომარ ტაკიძე 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტატებს. ესენია: - ქედაში: მამუკა თურმანიძე - ხულოში: ვახტანგ ბერიძე.

ბათუმში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი - გიორგი ცინცაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა