აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს 7 აპრილს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს 7 აპრილს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. საკომიტეტო მოსმენები კი ხვალ გაიმართება.
მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატსა და მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატები მოუსმენენ, ისინი უმაღლესი საბჭოს წინაშე სამოქმედო გეგმით წარდგებიან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცებას 11 ხმა სჭირდება, უმაღლეს საბჭოში ქართულ ოცნებას 13 დეპუტატი ჰყავს. მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
22.05.2026.14:23
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
საუბარი ასევე შეეხო შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობას მისი შემდგომი განვითარების მიმართულებით.
განსაკუთრებით აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა რეგიონის ქვეყნების მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.