აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები წარადგინა
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.06.2025.16:29
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
„სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე დაინიშნა დენის სალუქვაძე, ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - ედნარ ნატარიძე. სულხან თამაზაშვილმა ახალ მინისტრებს წარმატებები უსურვა და ჯაბა ფუტკარაძეს და ზაზა შავაძეს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიზანია რეგიონში განხორციელებული პროექტები და პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე.