აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, "აჭარაში ბიზნესის შესაძლებლობები და გამოწვევები" - ამ თემაზე გამართულ შეხვედრას დაესწრო
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, "აჭარაში ბიზნესის შესაძლებლობები და გამოწვევები"- ამ თემაზე გამართულ შეხვედრას დაესწრო.
პანელური დისკუსიის ფორმატში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა
ედნარ ნატარიძემ აჭარაში არსებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო პროცესებზე ისაუბრა. მინისტრმა ბიზნეს სუბიექტებს, რეგიონის განვითარების კუთხით, ეკონომიკური გუნდის ხედვები და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი, ეკონომიკის და ტურიზმის ექსპერტებთან ერთად, ადგილობრივი ბიზნესის გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და რეგიონში სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლის გაძლიერებას შეეხო.
შეხვედრას აჭარაში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის 100 წარმომადგენელი ესწრებოდა.
სხვა სიახლეები
შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოში ჩატარებული მყინვარების კვლევის მიხედვით, არ არსებობს მყისიერი საფრთხე, რისკების დაზღვევის მიზნით დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი - ლევან ჟორჟოლიანი
16.01.2026.16:31
შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის მიერ საქართველოში ჩატარებული მყინვარების მასშტაბური კვლევის დასკვნის მიხედვით, არ არსებობს მყისიერი, უშუალო საფრთხე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კვლევის თანახმად, რისკების მართვისა და პრევენციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს.
„ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი, სადაც გაერთიანებული იქნება ყველა ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავისი კომპეტენციებიდან გამომდინარე", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.