აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიც არის ანაკლიის პორტი, ასევე დაკავშირებადობა და შუა დერეფანი - ლევან ჟორჟოლიანი
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიც არის ანაკლიის პორტი, ასევე დაკავშირებადობა, შუა დერეფანი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველო საკმაოდ მდიდარია წყლის, მზისა და ქარის ენერგიით, შესაბამისად, ენერგეტიკის განვითარება, განახლებადი ენერგიების წარმოება მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია.
„აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრს საშუალება ექნება, სიტყვით გამოვიდეს ლიდერთა დიალოგის ფორმატში. პრემიერი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიც არის ანაკლიის პორტი, ასევე დაკავშირებადობა, შუა დერეფანი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ისაუბრებს ენერგეტიკის მიმართულებაზე. ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარი არის წყლის, მზის და ქარის ენერგიით, შესაბამისად, ენერგეტიკის განვითარება, განახლებადი ენერგიების წარმოება არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. ასევე პრემიერი შეეხება ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, იმ ინვესტიციების შესახებ ისაუბრებს, რომელსაც სახელმწიფო დებს მაგისტრალების, რკინიგზის განვითარებაში, ასევე საუბარი იქნება წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებით, რომელიც პრიორიტეტული პროექტია და პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და განვითარებასთან“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები

14.01.2026.10:13