აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში და ისაუბრებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა - შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარება, ასევე შეხვდება უმსხვილეს ინვესტორებს - ლევან ჟორჟოლიანი
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში და ისაუბრებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა - შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის დელეგაციასთან ერთად, განაგრძობს ვიზიტს აბუ-დაბიში. მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში ის მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარება, ასევე საუბარი იქნება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ყურადღება დაეთმობა იმ ინვესტიციებს, რომელსაც სახელმწიფო სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის ახორციელებს. პრემიერ-მინისტრს უკვე ჰქონდა და განაგრძობს შეხვედრებს უმსხვილეს ინვესტორებთან, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს წარმოადგენენ,"- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრიორიტეტების განსახორციელებლად "შუა დერეფნის" განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი - მაკა ბოჭორიშვილი
13.01.2026.11:42
აბუ-დაბიში მიმდინარე მდგრადი განვითარების კონფერენციის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ღონისძიებაში, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე იღებს მონაწილეობას, ყურადღება გამახვილდება "შუა დერეფნის" განვითარებაზე და მის პერსპექტივებზე.
"მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალზე საუბარი და ამ საკითხებზე აქცენტების გაკეთება, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში სწორედ "შუა დერეფნის" განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი საქართველოს პრიორიტეტების განსახორციელებლად," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრებზეც.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გლობალურად მოქმედ კომპანიებს ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენს რეგიონში განახორციელონ გარკვეული საქმიანობა. საქართველოს ისინი ხედავენ როგორც პოტენციურ საინვესტიციო ადგილს," - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანიებთან თანამშრომლობა, ვინაიდან ისინი დღეს წარმატებით საქმიანობენ ქვეყანაში და ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.