7 კითხვა, რომელსაც ინტერპელაციის წესით ირაკლი კობახიძე პარლამენტში უპასუხებს
ხვალ, 18 თებერვალს საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. ირაკლი კობახიძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით გარკვეულ კითხვებს უპასუხებს, რომელიც მიგრაციას შეეხება. პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიწვევის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.
როგორც პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, პრემიერ-მინისტრი 7 კითხვას უპასუხებს.
ეს კითხვებია:
1.უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში?
2.როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით?
3.როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა საქართველოში ყოფნის საფუძვლის, საქმიანობის მიხედვით?
4.გაქვთ თუ არა შეფასებული უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში არალეგალურად?
5.რა ზომებს ატარებთ არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად?
6.რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონების სფეროში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს?
7.რამდენად პასუხობს არსებულ გამოწვევებს 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია“?
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გამოვლა პარლამენტში 18 თებერვალს 12 საათზე დაიწყება.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
16.04.2026.15:15
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.