მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

4 წლის მანძილზე თითოული ჩვენთაგანის შრომის შედეგად, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი გახდა - შალვა ოგბაიძე

news image

დედაქალაქის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,საკრებულოს დღევანდელი სხდომა ცოტათი სევდანარავია, რადგან ჩვენი შეხვედრები კოლეგებთან ისეთივე ინტენსიური  ვეღარ იქნება, როგორც ადრე, თუმცა, ჩვენი მეგობრობა სხვა პლატფორმაზე აუცილებლად გაგრძელდება. 

განვლილი 4 წლის მანძილზე თითოული ჩვენთაგანის შრომის შედეგად, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და განვითარებული გახდა. ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება, რადგან ჩვენს პოლიტიკურ გუნდს პასუხისმგებლობა აღებული აქვს როგორც  დედაქალაქზე, ასევე თითოეულ მოქალაქეზე’’,-განაცხადა საკრებულოს წევრმა.

შალვა ოგბაიძემ გაწეული საქმიანობისთვის და გვერდზე დგომისთვის მადლობა გადაუხადა საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და მის გუნდს, ასევე  რიგით თანამშრომლებს და აპარატს, რომელმაც საკრებულოს წევრებს   კომფორტული სამუშაო გარემო შეუქმნა.  

,,ეს ფურცელი უკვე გადაშლილია და წინ კიდევ უფრო დიდი გამოწვევები გველის, რისთვისაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვართ მზად’’,-აღნიშნა შალვა ოგბაიძემ. 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image წიგნი შექმნილია მაღალი პასუხისმგებლობითა და ზუსტ ფაქტებზე დაყრდნობით, რათა გამოცემას ღირსეულად წარმოეჩინა თითოეული მოღვაწის მემკვიდრეობა - კახა ლაბუჩიძე

24.10.2025.17:35

„მახათას პანთეონში დაკრძალულ საზოგადო მოღვაწეთა პირველი საცნობარო წიგნი დაიბეჭდა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.

„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის შესახებ პირველი წიგნი გამოიცა. წიგნი 2018-2023 წლებში მახათაზე დაკრძალულ საზოგადო მოღვაწეთა საცნობარო გამოცემას წარმოადგენს. პროექტი განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში და გამოყენებულია ფოტოები საოჯახო ფოტოარქივებიდან. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა „სეზანში“ და წარმოადგენს მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული კულტურული მემკვიდრეობისათვის“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, გამოცემის მიზანი იყო მახათას პანთეონის დაარსებიდან დღემდე დაკრძალული საზოგადო მოღვაწეების შესახებ მაქსიმალურად სრული და სტრუქტურირებული ინფორმაციის თავმოყრა. მისი თქმით, წიგნში წარმოდგენილია მოღვაწეთა ბიოგრაფიული მონაცემები, მათი გარდაცვალებისა და დაკრძალვის თარიღები, გამოსვენების ადგილები და არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია - თუ ვინ იყო კონკრეტული მოღვაწის პანთეონში დაკრძალვის ინიციატორი. 

„ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა მახათას პანთეონის შესახებ პირველი აკადემიური ტიპის გამოცემა, რომელიც ერთნაირად საჭირო და მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის მკვლევრებისთვისაც . ეს გახლავთ საკმაოდ კარგი ინფორმაციული გზამკვლევი. ის შექმნილია მაღალი პასუხისმგებლობითა და ზუსტ ფაქტებზე დაყრდნობით. მასში შესულია საზოგადოების, ოჯახებისა და ექსპერტების შენიშვნები, რათა გამოცემას სრულად წარმოეჩინა თითოეული მოღვაწის მემკვიდრეობა“,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, აღნიშნა, რომ გამოცემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიული და ბიოგრაფიული კუთხით, არამედ როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც დაეხმარება მომავალ თაობებსა და მკვლევრებს, უკეთ გაიაზრონ იმ ადამიანთა ღვაწლი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქვეყნის განვითარებაში.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა