მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7090.2
-0.004
flag
AZN 1.5955
-0.0007
flag
CNY 38.134
-0.0027
flag
EUR 3.1386
-0.0128
flag
GBP 3.5623
-0.0143
flag
KZT 51.31
0.0017
flag
TRY 0.0645
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0012

4 ოქტომბერს მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი მუდმივ არეულობასა და გრძელვადიან მშვიდობას შორის - ნინო ვარდოსანიძე

news image

„გილოცავთ ყველას 4 ოქტომბრის გამარჯვებას. ვულოცავ ჩემს კოლეგებს საპატიო მანდატს, რასაც თბილისის საკრებულოს წევრობა ჰქვია და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, მთელ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის“, -  ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე  საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, განაცხადა. 

„მადლობა ჩვენს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. ეს არის მხარდაჭერა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც„ ქართულ ოცნებას“ აქვს. ამომრჩეველმა ხმა მისცა თბილისის და საქართველოს მეტ განვითარებას, რადგან, თუ ვინმეს დღეს ამის გაკეთება რეალურად შეუძლია, ეს სწორედ ქართული ოცნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არჩევნების ბოიკოტით იყო დაკავებული, მოქალაქეები მივიდნენ საარჩევნო უბანზე და ამით საკუთარი განწყობა დააფიქსირეს.  4 ოქტომბერს მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი მუდმივ არეულობასა და გრძელვადიან მშვიდობას შორის. ნათელია, რომ საზოგადოების დიდი უმრავლესობა რადიკალურ ოპოზიციას არც მშვიდობას ანდობს და არც ძალადობას უწონებს. ოპოზიციის მარცხი გარდაუვალი იყო, ქართული ოცნების გამარჯვება კი  -  ლოგიკური, რამდენადაც ის ერთადერთი ძალაა, რომელიც სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით მოქმედებს“,  -  განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ. 

როგორც ნინო ვარდოსანიძემ  თავის გამოსვლაში აღნიშნა, საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან  კახა კალაძის და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა  იმ სასიკეთო საქმეების დამსახურებაა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქისთვის გაკეთდა. 

 „მნიშვნელოვანია სამომავლო პროექტები, რის შესახებაც  საზოგადოებას ინფორმაცია  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიეწოდა და დანამდვილებით ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის და კახა კალაძის მერობის პირობებში ყველა ეს დაპირება აუცილებლად შესრულდება და ყველა დაგეგმილი პროექტი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თბილისს კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს - მეტად ლამაზ, მწვანე და ევროპულ ქალაქად აქცევს“,  -  განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ. 

ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ საკრებულო აქტიური იქნება ყველა საკითხის განხილვაში  დაყველა იმ სიახლეს დაუჭერს  მხარს, რომელიც თბილისს და მის თითოეულ მაცხოვრებელს უკეთეს მომავალს შეუქმნის.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image როდესაც ქვეყანაში საქმიანობას ვიწყებთ ჩვენ ვასაქმებთ ადგილობრივ არქიტექტორებს, ადგილობრივ დიზაინერებს, ვიყენებთ ადგილობრივ მასალას - მოჰამედ ალაბარი

03.11.2025.10:42

მხოლოდ ჩვენ ვერ შევცვლით, ჩვენ შეგვიძლია ცვლილებაში როლი შევასრულოთ, - განაცხადა Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა, რითაც უპასუხა კითხვას - როგორ შეცვლის ინვესტიცია ქართულ ბიზნესგარემოს?

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პროექტის ფარგლებში, დასაქმებულები ძირითადად ქართველები იქნებიან და გამოყენებული იქნება ადგილობრივი მასალა.

„კარგია რომ ასეთი დიდი პროექტებისას, ბევრი ადამიანი არის ჩართული. როგორც წესი, როდესაც ქვეყანაში საქმიანობას ვიწყებთ, ჩვენ ვასაქმებთ ადგილობრივ არქიტექტორებს, ადგილობრივ დიზაინერებსა და მუშახელს, ვიყენებთ ადგილობრივ მასალას. ეს ჩვენთვის წესია. მე არ მსურს საქართველოში ავაშენო კარგი ფრანგი არქიტექტორის მიერ შექმნილი შენობა, მიყვარს ფრანგები, ინგლისელები და ამერიკელებიც, მაგრამ მიმაჩნია რომ ადგილზე, ადგილობრივებმა უნდა შექმნან შენობა-ნაგებობები. ეს ჩვენი ფილოსოფიის ნაწილია. ჩვენი ადგილობრივი ოფისიც, სწორედ ქართველი დიზაინერის მიერ არის შექმნილი, გაკეთებულია ქართველების მიერ და ის ეკუთვნის საქართველოს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასე რომ მგონია, როდესაც საუბარი ეკონომიკურ განვითარებას ეხება, გასათვალისწინებელია რომ ეს ძალიან მსხვილი პროექტია, ძალიან დიდი თანხა ბევრ სხვადასხვა წარმოებაში დაიხარჯება - მშენებლობა, შესაბამისი მასალა, არქიტექტორები, მუშახელი, ინჟინრები. ამავე დროს ჩვენ ვართ მომსახურების სფეროში, - შემოგყავს ტურისტები, ასაქმებ ადგილობრივებს, სასტუმროები ფერმერებისგან ნაწარმს ყიდულობენ, სხვადასხვა ნაწარმს. ასე იკვრება წრე.

რაც შეეხება უძრავი ქონების ბიზნესს, ჩვენი ნაწარმის ნახევარი, 60 პროცენტიც, საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი, შესაბამისად სახელმწიფოში უცხოური კაპიტალის შემოდინებაა - ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებათ აქ ქონების შესყიდვა, ქართველებს რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ბევრ სხვა ერს, რომელსაც ეს ქვეყანა მოსწონს და უყვარს, - ეს მათთვის მეორე სახლი თუ დასასვენებელი ადგილი იქნება. შესაძლოა აქ საცხოვრებლადაც გადმოსვლა სურდეთ. ყველაფრის ერთობლიობა, ნამატი გადასახადებთან ერთად, - ამ გზით წვლილი შეგვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც გახლავთ, თანამედროვე, ახალი დასახლებების შექმნა, ეს დასახლებები იქნება კარგი დიზაინის, გარემოს დაცვით გათვალისწინებული, ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მთავარია ეს იქნება მდგრადი პროცესი. ყველაფერი რასაც შვილებს ვპირდებით უნდა ავასრულოთ. პასუხისმგებლობა ჩვენია რომ ეს ცხოვრება ლამაზი გავხადოთ. მე ამასთან დაკავშირებით მუდამ ვფიქრობ, თუ როგორ შევქმნათ ლამაზი ყოფა, როგორ ვცეთ ადამიანებს პატივი ამ გზით, რომ შევქმნათ ისეთი გარემო მათთვის, რომ მათ შვილებთან და მეგობრებთან ერთად ბედნიერად იცხოვრონ“, - განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა