მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად - პრემიერი

news image

2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავვშირში გასაწევრიანებლად, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება, იმედი გვაქვს, რომ გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ შემთხვევაში,   გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის

 

ჩვენ მუდმივად ვითხოვთ კონსულტაციებს, დისკუსიებს ყველა თემასთან დაკავშირებით და ვითხოვთ იმას, რომ ფაქტებზე დაფუძნებით ვესაუბროთ ერთმანეთს. ამის სანაცვლოდხშირად ვხედავთ ხოლმე საკმაოდ უხეშ განცხადებებს, ზოგად განცხადებებს ყოველგვარი კონკრეტიკის, ფაქტების გარეშე. როდესაც ჩვენ გამოვთქვამთ ხოლმე, იგივე უკმაყოფილებას სხვადასხვა განცხადებასთან, ქმედებასთან დაკავშირებითჩვენს განცხადებებს ყოველთვის ვაფუძნებთ ფაქტებზე. ეს არის ჯანსაღი, ევროპული  მიდგომასამწუხაროდ, ამ ჩვენს ვეროპულ მიდგომას ხშირად პასუხობენ ხოლმე საბჭოური მიდგომით. ჩვენ გვეგონა, რომ 35 წლის წინ თავი დავაღწიეთ საბჭოურ მიდგომებს, თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს მიდგომები არის კვლავაც ძალაში და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ხშრად ვხედავთ ხოლმე ასეთ მიდგომებს დასავლეთიდან. იმედია ეს შეიცვლება, ეს სჭირდება, პირველ რიგში, ევროპას, ქართულ-ევროპული ურთიერთობების გაჯანსაღებას. ჩვენ ამისთვის ვართ მხოლოდ და მხოლოდ მზად. ჩვენი მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის   ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც სავსებით შესაძლებელია, თუ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი მიდგომა. 2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავვშირში გასაწევრიანებლად. თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება. იმედი გვაქვს, რომ გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გაჯანსაღდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში და ვიფიქროთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე - ოთარ გრიგოლია

06.06.2025.17:27

თბილისში  მიმდინარე მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაში - ისტორიის დაბრუნება: საქართველო მრავალპოლარული სამყაროს პირობებში - რეალისტური და ცივილიზაციური ხედვა პატარა სახელმწიფოს გადარჩენისთვის, თბილისის საკრებულოს ფრაქციაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ მიიღო მონაწილეობა. თავის გამოსვლაში, ოთარ გრიგოლიამ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებზე და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არჩევანზე ისაუბრა

საქართველოს სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და არ აჰყვა იმ ისტერიას, რომელიც 2022 წლიდან  დაიწყო. ჩვენი გადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მე მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, სწორ გზაზე დგომისთვის, რომელსაც სუვერენიტეტისკენ მიმავალი გზა ჰქვია. სესიაზე გამომსვლელებს და დამსწრე საზოგადოებას კარგად ესმით, რომ ჩვენს მიერ არჩეული გზა სწორი იყო, თუმცა რთულად განსახორციელებელი

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის სუვერენიტეტის მოპოვება. დაახლოებით 5 წლის წინ თბილისში მსგავსი დისკუსიის წარმართვა შეუძლებელი იქნებოდა, ჩვენ ამის უფლება არ გვქონდა. მაგრამ დღეს მოვიპოვეთ უფლება ხმამაღლა ვისაუბროთ მსგავს საკითხებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯები გადავდგით იმისკენ, რომ რაციონალური, სწორი გზები დავსახეთ სამეზობლო პოლიტიკის განსახორციელებლად

სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს ერთი მხრივ, არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში და მეორე მხრივ, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე ვიფიქროთ,“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ

პანელურ სესიაში საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლები, ევროპელი პოლიტოლოგები მონაწილეობდნენ

მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი 5 ივნისს გაიხსნა. ფორუმზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ინოვაციების, განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და განვითარების, ცირკულარული ეკონომიკის, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტენდენციების, 8000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობისა და სხვა თემების შესახებ იმსჯელეს

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა