მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.6
-0.0047
flag
AZN 1.5838
-0.0003
flag
CNY 38.769
0.0045
flag
EUR 3.2277
0.0268
flag
GBP 3.7138
0.0244
flag
KZT 53.37
-0.0012
flag
TRY 0.062
0
flag
USD 2.6927
-0.0005

2027-2028 სასწავლო წლიდან მე-11 კლასში იქნება უზრუნველყოფილი სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის - გივი მიქანაძე

news image

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში 2027-2028 სასწავლო წლიდან მე-11 კლასში იქნება უზრუნველყოფილი სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხური – I-VI კლასები, საბაზო საფეხური – VII-IX კლასები, ხოლო საშუალო საფეხური – X-XI კლასები 2027-2028 წლიდან. ამავე სასწავლო წლიდან, მე-11 კლასში იქნება უზრუნველყოფილი სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის. 

გივი მიქანაძემ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო. ეს პროცესი 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. ამასთან, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში, დაწყებით საფეხურზე – I–VI კლასებში – სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა და სკოლებში შემუშავდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს. 

გივი მიქანაძემ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო. ეს პროცესი 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.

ამასთან, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში, დაწყებით საფეხურზე – I–VI კლასებში – სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა და სკოლებში შემუშავდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა

29.01.2026.11:58

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საფრანგეთის ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

„ყურადღება დაეთმო „გრანტების შესახებ“ კანონს და კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ფრანგულ მხარეს კიდევ ერთხელ განუმარტა კანონის მიზნები და გრანტის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცედურები.

შეხვედრისას აღინიშნა შეჩერებული პროექტების განახლების მნიშვნელობა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდება, შესაბამისობაში იყოს საქართველოს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან.

შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა