მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.9
-0.0027
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 38.762
-0.0007
flag
EUR 3.2166
-0.0111
flag
GBP 3.7139
0.0001
flag
KZT 53.49
0.0012
flag
TRY 0.062
0
flag
USD 2.6922
-0.0005

2026 წლის 1 იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

news image

„ჩვენ გვჯერა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება ევროპის კეთილდღეობის საფუძველია," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ლაზარ კომანესკუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მის ეფექტიან ფუნქციონირებას და განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებას.

მინისტრის განცხადებით, პრიორიტეტები შეეხება რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას და შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რეგიონის ტურისტული პოტენციალის და კულტურული კავშირების გაძლიერებას.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და მნიშვნელოვან როლს.

„რთულ და მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში, საქართველო ინარჩუნებს კონსტრუქციული და საიმედო პარტნიორის სტატუსს და გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების ფორმირებაში, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში," - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ხაზი გაესვა დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობას და საქართველოს ხედვას, რომელიც „შუა დერეფანს" არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტად, არამედ უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტიან ეკონომიკურ ხიდად მოიაზრებს. ამასთან, აღინიშნა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უალტერნატივო კვანძად აქცევს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ინიციატივებზე, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელზე, შავი ზღვის თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე - რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საერთო კეთილდღეობას.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და BSEC-ს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც BSEC-ის დამფუძნებელი წევრი ქვეყანა, დაარსების დღიდან აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ დიალოგსა და ეკონომიკურ მდგრადობას.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პირველი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მანდატი უკვე ჩაირთვება, ამიტომ მნიშვნელოვანი ტვირთი შემსყიდველი ორგანიზაციებიდან გადადის ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში - გურამ დუმბაძე

29.01.2026.16:58

ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, რაღაც მონეტარულ ზღვარს ზევით, გარდა სამშენებლო სამუშაოებისა, ყველა შესყიდვას გამოაცხადებს, ამიტომ მნიშვნელოვანი ტვირთი შემსყიდველი ორგანიზაციებიდან გადადის ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში, - ამის შესახებ რადიო „იმედის“ ეთერში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.

როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, პირველი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მანდატი უკვე ჩაირთვება.

„ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მეშვეობით ახლა უკვე შევძლებთ, რომ გვქონდეს ერთიანი მიდგომა შესყიდვებთან დაკავშირებით, ერთიანი პრაქტიკა, ბიზნესის დაინტერესებაც ძალიან დიდია ერთგვაროვანი შესყიდვის დროს, როდესაც ერთი ორგანო ახორციელებს შესყიდვას. მიმდინარეობს სამუშაოები და ჩვენ პირველი ივნისიდან გადავალთ განხორციელების ეტაპზე“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.გურამ დუმბაძე - პირველი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მანდატი უკვე ჩაირთვება და სამშენებლო სამუშაოების გარდა, ყველა შესყიდვას გამოაცხადებს, ამიტომ მნიშვნელოვანი ტვირთი შემსყიდველი ორგანიზაციებიდან გადადის ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში

ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, რაღაც მონეტარულ ზღვარს ზევით, გარდა სამშენებლო სამუშაოებისა, ყველა შესყიდვას გამოაცხადებს, ამიტომ მნიშვნელოვანი ტვირთი შემსყიდველი ორგანიზაციებიდან გადადის ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში, - ამის შესახებ რადიო „იმედის“ ეთერში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.

როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, პირველი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მანდატი უკვე ჩაირთვება.

„ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მეშვეობით ახლა უკვე შევძლებთ, რომ გვქონდეს ერთიანი მიდგომა შესყიდვებთან დაკავშირებით, ერთიანი პრაქტიკა, ბიზნესის დაინტერესებაც ძალიან დიდია ერთგვაროვანი შესყიდვის დროს, როდესაც ერთი ორგანო ახორციელებს შესყიდვას. მიმდინარეობს სამუშაოები და ჩვენ პირველი ივნისიდან გადავალთ განხორციელების ეტაპზე“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა