მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

2025 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, განახლდა და რეაბილიტირდა ბაგა-ბაღების შენობები - ბექა ოდიშარია

news image

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, 2025 წელს განხორციელებულმა პროექტებმა შექმნა მყარი საფუძველი, რათა ბაგა-ბაღები იყოს თანამედროვე, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ბავშვზე ორიენტირებული სივრცე, სადაც აღსაზრდელები იღებენ სიყვარულით სავსე გარემოს და განვითარების საუკეთესო პირობებს.

„გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე საგანმანათლებლო გარემოს გაძლიერების მიმართულებით. 2025 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, განახლდა და რეაბილიტირდა ბაგა-ბაღების შენობები, მოეწყო უსაფრთხო და თანამედროვე ეზოები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების სტანდარტებსა და ბავშვებისთვის მორგებულ გარემოს, სადაც თითოეულ აღსაზრდელს აქვს შესაძლებლობა თავი იგრძნოს დაცულად და კომფორტულად. 

ყურადღება გამახვილდა  აღმზრდელებისა და პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის მომსახურების ხარისხს და მშობლების ნდობას ბაგა-ბაღების სისტემის მიმართ“- განაცხადა ბექა ოდიშარიამ. 

ღონისძიებას თბილისის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს

11.03.2026.17:21

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.

დღეს დელეგაციის წევრები კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრებზე ხაზი გაესმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა