მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 2028 წლისთვის მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

news image

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდა აისახოს სიღარიბის დაძლევაზე, სიღარიბე არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი და ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მაქსიმალურად შემცირდეს სიღარიბის დონე ქვეყანაში. 

„ამ კუთხითაც 2024 წელს გვქონდა შთამბეჭდავი შედეგი. კერძოდ, 2024 წელს 90 000-მა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. მინდა შეგახსენოთ, როგორი იყო მონაცემები 2012 წელს, 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა, როდესაც წინა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია გვაუწყებდა, რომ ქვეყანა იყო აყვავებული და მოსახლეობა ბედნიერი. 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 30% იყო სიღარიბის მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი 1 100 000-ზე მეტიდან შემცირდა 350 000-მდე. რა თქმა უნდა, ესეც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა, როდესაც ჩვენი 350 000 თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი იქამდე, ვიდრე არ განულდება ეს მაჩვენებელი. ტემპი გვაქვს ძალიან კარგი და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შევძლებთ სიღარიბის სრულად დაძლევას ჩვენს ქვეყანაში. ამის გარანტი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება. 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4% ჩვენს ქვეყანაში. პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2023 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 11.8% და ეს მაჩვენებელი შემცირდა 2.4 პროცენტული პუნქტით. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი, 2028 წლისთვის გვინდა, რომ მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. არსებული ტემპის გათვალისწინებით ეს შედეგი აბსოლუტურად მიღწევადია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ბრაზილიიდან იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე საბაჟო გადასახადებს 50%-მდე ზრდის

31.07.2025.10:34

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ბრაზილიიდან იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე საბაჟო გადასახადებს 50%-მდე ზრდის.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გამო, რომ ბრაზილიის მთავრობის ქმედებები „საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბაჟის გაზრდა დაკავშირებულია სასამართლო პროცესთან, რომელიც ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

ვაშინგტონის აზრით, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო ბრაზილიის მთავრობის ნაბიჯები ზიანს აყენებს „კომპანიებს, მოქალაქეთა სიტყვის თავისუფლებას, საგარეო პოლიტიკასა და აშშ-ის ეკონომიკას“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა