მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

2017 წელს 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის. დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ - კახა კალაძე

news image

პოლიტიკური პარტიები საკუთარ შეცდომებზე არ საუბრობენ, მხოლოდ და მხოლოდ გადაბრალებაზე არიან გადასულნი. თურმე ხალხია დამნაშავე, რომ მათ მხარს არ უჭერენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, არჩევნები მშვიდ და თანასწორ გარემოში ჩატარდა და ეს შედეგებზეც აისახა. 

„ჯერ არ აღიარებდნენ არჩევნებს და შემდეგ თავიანთ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადეს. ეს ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო. ყოველთვის ასე ხდება - არჩევნებამდე არსებულ სიტუაციაზეც, არჩევნების დღეზეც და შემდგომ მიღებულ შედეგებზეც. გაიხსენეთ სულ ერთი და იგივე მესიჯები აქვთ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუით არის ხოლმე გაჯერებული.

რაც შეეხება შედეგებს, ყველაფერი ცხადია, როგორ ჩატარდა არჩევნები, როგორი მშვიდი და თანასწორი გარემო იყო და ყველა პოლიტიკურ კანდიდატს შეეძლო ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. ვიღაცებმა გამოიყენეს, ვიღაცებმა ნაკლებად, ზოგს ხედვა არ ჰქონდა საერთოდ. ყველაფერი შედეგებზე აისახა“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს და შედეგებს, რომლის თანახმადაც მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა ბარიერი, დედაქალაქის მერის თქმით: „მინდა გავიხსენო წინასაარჩევნოდ გამართული დებატები. მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თქვა, „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ყველა ოლქში მოიგებენო და ამაში ჩვენ გვადანაშაულებდა. ძალიან მარტივია - არავის უყვარს გააკეთოს სწორი ანალიზი. როდესაც შეცდომას თავად უშვებენ, ამას არ იაზრებენ, თუ რატომ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა ან როგორ უნდა შეცვალონ სიტუაცია და ხვალ მეტი მხარდამჭერი ჰყავდეთ. საკუთარ შეცდომებზე არავინ საუბრობს, მხოლოდ და მხოლოდ გადაბრალებაზე არიან გადასულნი. თურმე ხალხია დამნაშავე, რომ მხარს არ უჭერენ.“

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ არჩევნებზე დედაქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 20%-მა დაუჭირა მხარი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ეს არის იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე 2017 წელს ჰქონდა. 

„მე შემიძლია გაჩვენოთ 2017 წლის მონაცემები. მაშინ 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის. დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ. კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით არჩევნებში ხმების 71% მიიღო. აშკარად მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე, არ გაქვთ ინფორმაცია და არ იცით როგორ ითვლება. 

მე მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას. 215 000 ადამიანმა დაგვიჭირა მხარი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კარგად მაქვს გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს და ვპირდები ყველას, რომ ამ სიყვარულს, პატივისცემას და მხარდაჭერას გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებ უკან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

07.11.2025.17:42

თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. ონლაინ შეხვედრა, ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო თანამშრომლობას ეხებოდა.

საკრებულოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და საკრებულოს წევრი გურამ ნიკოლაშვილი.

თურქეთის მხრიდან კი შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის პრეზიდენტი ირფან შაჰინი ბერიძე, თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის დამფუძნებელი ადემ თურანი შავაძე, ასევე ასოციაციის პიარ მენეჯერი მანანა გაბრიჭიძე. 

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და თურქეთის, განსაკუთრებით კი ქალაქ ბურსასა და  ორჰანღაზის ქართველობას  და თბილისს შორის სამომავლო თანამშრომლობა — საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელება, ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და საერთო კულტურული ინიციატივების მხარდაჭერა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთში მრავალი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით აქტიურად იცავენ ეროვნულ იდენტობას, ასეთი შეხვედრები კი მნიშვნელოვნად ეხმარება   მომავალ თაობებს, რომ არ დაკარგონ ენა, ტრადიციები და კულტურული ფესვები.

თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაცია 1995 წლის აპრილში დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია თურქეთის ქართულ დიასპორასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქართული კულტურის, ცეკვის, მუსიკისა და ენის პოპულარიზაცია დიასპორის ახალ თაობებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა