მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7109.6
0.015
flag
AZN 1.5762
-0.0005
flag
CNY 38.812
0.0007
flag
EUR 3.1802
0.002
flag
GBP 3.6578
0.007
flag
KZT 54.49
0.0039
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6799
-0.0008

18 თებერვალს ირაკლი კობახიძეს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

news image

18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ - თემა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხებია. ამის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. 

„ოთხშაბათს გვაქვს ორი ინტერპელაცია. მათ შორის პირველი გახლავთ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინტერპელაცია. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინტერპელაციით მიმართა რეგიონალური განვითარების მინისტრს ბატონ კახაბერ გულედანს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა

16.02.2026.17:05

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. კანონში ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა. 

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტი ემსახურება მეღვინეობის და მევენახეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას.

ზურაბ ეზუგბაიას ინფორმაციით, კანონს ემატება ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება და განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი.

„თანხმობა ხელს შეუწყობს მევენახეების მიერ სერტიფიცირებული ვაზის ჯიშების გამოყენებას, რათა თავიდან ავიცილოთ საქმიანობის პროცესში შესაძლო ზიანი და დამატებითი დანახარჯები. აღნიშნული უზრუნველყოფს, რომ ქართული ღვინის პროდუქციის სტანდარტი სათანადო დონეზე დავიცვათ“, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.

ცვლილებების თანახმად, ახლებურად ყალიბდება ეტიკეტის ცნება. ზურაბ ეზუგბაიას თქმით, კანონი მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება. 

სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, მსოფლიოში არსებობს ძლიერი კონკურენცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააფართოოს ღვინის გაყიდვების არეალი.

„მსოფლიომ უკვე იცის, რომ საქართველოში 8000 წელია უწყვეტად მიმდინარეობს ვენახების გაშენება, ყურძნის მოყვანა და ღვინის წარმოება. ვალდებულები ვართ, მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ ამ მიმართულებებზე, რომ ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე აღიქმებოდეს როგორც მაღალი ხარისხის პროდუქცია“, - განაცხადა გელა სამხარაულმა. 

კომიტეტმა კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა