მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

13 ივნისის ტრაგიკული დღე ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოდ იქცა - ზურაბ აბაშიძე

news image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო  და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 2015 წლის, 13 ივნისი  უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო, თუმცა დიდ ტკივილთან ერთად, 13 ივნისის ტრაგიკული დღე ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. ზურაბ აბაშიძის თქმით, მართლაც საამაყოა ის სიმამაცე და ერთობა, რომელიც  თანამოქალაქეებმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს.

 „13 ივნისის ტრაგედია უმძიმესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის - ზუსტად 10 წლის წინ თბილისში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება. დიდ ტკივილთან ერთად, ეს დღე ჩვენი ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. მართლაც საამაყოა ის სიმამაცე და ერთობა, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ და მოქალაქეებს ეხმარებოდნენ. კიდევ ერთხელ, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image 13 ივნისის ტრაგიკული დღე ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოდ იქცა - ზურაბ აბაშიძე

13.06.2025.13:54

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო  და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 2015 წლის, 13 ივნისი  უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო, თუმცა დიდ ტკივილთან ერთად, 13 ივნისის ტრაგიკული დღე ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. ზურაბ აბაშიძის თქმით, მართლაც საამაყოა ის სიმამაცე და ერთობა, რომელიც  თანამოქალაქეებმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს.

 „13 ივნისის ტრაგედია უმძიმესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის - ზუსტად 10 წლის წინ თბილისში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება. დიდ ტკივილთან ერთად, ეს დღე ჩვენი ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. მართლაც საამაყოა ის სიმამაცე და ერთობა, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ და მოქალაქეებს ეხმარებოდნენ. კიდევ ერთხელ, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა