სხვა სიახლეები
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - ალი ასადოვი
02.11.2026.15:00
„ჩვენი ერთობლივი მსხვილი ენერგეტიკული პროექტები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი – მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ენერგომომარაგების მარშრუტების დივერსიფიკაციაში. ამჟამად აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის ექსპორტს 16 ქვეყანაში ახორციელებს“, - განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მწვანე ენერგეტიკის სფეროში წარმატებულმა თანამშრომლობამ ორ ქვეყანას ევროპისკენ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების დაწყების შესაძლებლობა მისცა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტი ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.