მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სესხება | როგორი ტიპის სასესხო პროდუქტები არსებობს?

news image

არსებობს სხვადასხვა ტიპის სესხი და მათ შორის არჩევანი იმის მიხედვით უნდა გააკეთოთ, თუ რა არის თქვენი მიზანი - ანუ რისთვის სესხულობთ ფულს.

 

სამომხმარებლო სესხი

 

სამომხმარებლო სესხი არის სესხი, რომელსაც იღებთ პირადი მოხმარებისათვის ან გარკვეული საქონლის და/ან მომსახურების შესაძენად. სამომხმარებლო სესხით შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, წვრილმანი საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების, მოგზაურობის და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. სამომხმარებლო სესხები, ჩვეულებრივ, მოკლევადიანი და შედარებით ძვირია.

 

 

ავტოსესხი

 

ალბათ, გაგიგიათ ტერმინები - ავტო სესხი ან სტუდენტური სესხი - ესენიც სამომხმარებლო სესხის სახეებია, რომლებსაც კონკრეტული მიზნობრიობა გააჩნია, ანუ დაკონკრეტებულია, თუ რა პროდუქტის ან მომსახურების შესაძენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნასესხები თანხა.

 

 

განვადება

 

განვადებაც სამომხმარებლო ტიპის სესხია, რომელსაც ასევე კონკრეტული მიზნობრიობა აქვს. განვადება მომხმარებელზე სავაჭრო ან სერვის კომპანიაში კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესაძენად გაიცემა. განვადების გაცემის პროცედურა, ჩვეულებრივ, სხვა სესხებთან შედარებით სწრაფია და, ხშირად, უშუალოდ სავაჭრო თუ მომსახურების გამწევ ობიექტშივე ხორციელდება. გაითვალისწინეთ, რომ განვადებით შეძენისას საქონლის ან მომსახურების ფასი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მის გარეშე შეძენისას. 

 

 

საკრედიტო ბარათი

 

საკრედიტო ბარათი ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოშვებული პლასტიკური საგადახდო ბარათია, რომელზეც დაშვებულია საკრედიტო ლიმიტი. საკრედიტო ბარათი საშუალებას გაძლევთ, დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში, კრედიტით შეიძინოთ საქონელი და/ან მომსახურება მაღაზიაში/სავაჭრო ობიექტში ან ინტერნეტით. მომხმარებელს საკრედიტო ბარათით ასევე შეუძლია თანხის ბანკომატიდან განაღდება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ საკრედიტო ბარათით ბანკომატიდან თანხის გამოტანა შედარებით მაღალ ხარჯთან არის დაკავშირებული და უფრო ხელსაყრელია ეს ბარათი მაღაზიაში/სავაჭრო ობიექტში ან ინტერნეტით საქონლის ან მომსახურების შესაძენად გამოიყენოთ.  საკრედიტო ბარათებისთვის, უმეტესწილად, საშეღავათო პერიოდია დამახასიათებელი. ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელს შეუძლია მინიმალური გადასახადის გადახდა, ხოლო ათვისებული თანხის მთლიანად დაფარვის შემთხვევაში, სარგებლის გადახდაც არ უწევს.

 

 

ოვერდრაფტი

 

ოვერდრაფტი მოკლევადიანი საკრედიტო  ლიმიტია, რომელიც დაიშვება მიმდინარე ანგარიშზე. ის, როგორც წესი, მიბმულია სახელფასო ბარათზე და მის მფლობელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ანგარიშზე რეალურად აქვს განთავსებული (ჩვეულებრივ, ოვერდრაფტის ლიმიტი ხელფასის ერთმაგი ოდენობით განისაზღვრება), შემდეგ კი მოახდინოს ათვისებული ლიმიტის დაფარვა ამავე ანგარიშზე ჩარიცხული ხელფასიდან ან სხვა ტიპის შემოსავლიდან. ერთი შეხედვით, ოვერდრაფტი ძალიან ჰგავს საკრედიტო ბარათს. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ჩვეულებრივ, ოვერდრაფტის შემთხვევაში ლიმიტი დაიშვება იმავე ანგარიშზე, რომელზეც მსესხებელს ერიცხება შემოსავლები. მას შემდეგ, რაც ამ ანგარიშზე მოხდება თანხის ჩარიცხვა, საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, ოვერდრაფტით ათვისებული თანხა მთლიანად იფარება. ოვერდრაფტისგან განსხვავებით, საკრედიტო ბარათი ცალკე ანგარიშზეა მიბმული, ათვისებული ლიმიტის დასაფარად იანგარიშება მინიმალური შენატანი და მსესხებელს ეძლევა გარკვეული დრო ამ თანხის ბარათზე შესატანად/ჩასარიცხად. ოვერდრაფტით გახარჯულ თანხაზე არ მოქმედებს საშეღავათო პერიოდი.

 

 

იპოთეკური სესხი

 

ალბათ, გსმენიათ იპოთეკური სესხის შესახებაც. იპოთეკური სესხი გამოიყენება უძრავი ქონების - როგორიცაა სახლი, ბინა, ან მიწის ნაკვეთი - შესაძენად, ასაშენებლად, ან გასარემონტებლად. იპოთეკური სესხი, როგორც წესი, უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლის მიერ აღებული სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს გაყიდოს ან დაისაკუთროს უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ქონება. 

 

იპოთეკური სესხი, როგორც წესი, გრძელვადიანია. ეს ვადა, ლარში გაცემული იპოთეკური სესხის შემთხვევაში, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 წელი. იქიდან გამომდინარე, რომ იპოთეკური სესხი ფინანსური ორგანიზაციისთვის ნაკლებად რისკიანია, მას სხვა ტიპის სესხებთან შედარებით, ჩვეულებრივ, დაბალი საპროცენტო განაკვეთი და ხანგრძლივი ვადა აქვს. 

 

წყარო: https://www.finedu.gov.ge

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image ხარჯები | ფიქსირებული და ცვალებადი ხარჯები

30 , 2022

ფიქსირებული და ცვალებადი ხარჯები

 

იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება მათი მოცულობა, შეიძლება, ხარჯების ორი ჯგუფი გამოვყოთ: ფიქსირებული და ცვალებადი (ცვლადი). ფიქსირებულს ისეთ ხარჯებს უწოდებენ, რომლის მოცულობაც, როგორც წესი, თვიდან თვემდე არ იცვლება. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, ინტერნეტმომსახურების ფიქსირებული გადასახადი, სადარბაზოს დასუფთავების ღირებულება, დაზღვევის ხარჯი, სესხის შენატანი და სხვა.

რაც შეეხება ცვალებად ხარჯებს, მათი მოცულობა პერიოდულად იცვლება და ყოველ თვე სხვადასხვა თანხაა გადასახდელი. ცვალებად ხარჯებს მიეკუთვნება, მაგალითად, კომუნალური მომსახურების, სურსათის, მოგზაურობის, დასვენება-გართობის და სხვა ხარჯები, რომელთა მოცულობაც თქვენი ქმედებების თუ გადაწყვეტილებების მიხედვით იცვლება.

მიუხედავად იმისა, ხარჯი ფიქსირებულია თუ ცვლადი, ყოველთვის შეიძლება იმაზე დაფიქრება, რამდენად არსებობს მათი შემცირების შესაძლებლობა. ცვლადი ხარჯების შემცირება თქვენს სამომავლო გეგმებსა და ქცევებზე იქნება დამოკიდებული - მაგალითად, მოგზაურობას თუ ქვეყნის შიგნით დაგეგმავთ, დანახარჯი შესაძლოა უფრო მცირე იყოს, ვიდრე უცხოეთში წასვლისას. შესაბამისად, თქვენ თავად წყვეტთ, რა თანხა დახარჯოთ. ფიქსირებული ხარჯების შემცირება კი რიგ შემთხვევაში შესაძლოა მომსახურების სხვა ალტერნატივის ჩანაცვლებაზე იყოს დამოკიდებული. თუმცა აქ უკვე უნდა დაფიქრდეთ, ესა თუ ის ხარჯი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული თუ აუცილებლობას წარმოადგენს.

 

ხარჯების გაწევას საჭიროება განსაზღვრავს თუ სურვილი?

 

ხშირ შემთხვევაში, ფული ნივთებისა და მომსახურებების შეძენაში იხარჯება. ხარჯვის კუთხით გამოიკვეთება ადამიანების ორი პირობითი კატეგორია: ერთი, რომელსაც შემოსავალი ყველა ხარჯის დასაფარად ჰყოფნის და მეორე, რომელსაც შემოსავალი თვიდან თვემდე არ მიჰყვება. ამ ქცევის ასახსნელად ადამიანის საჭიროებებისა და სურვილების განხილვა დაგეხმარებათ. თითოეულ თქვენგანს  გააჩნია საჭიროებები და სურვილები. საჭიროებებს ვუწოდებთ ყველაფერს იმას, რაც არსებობისთვის აუცილებელია.

მაგალითად, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სრულფასოვანი კვება და სხვა, ხოლო სურვილები არის ყველაფერი ის, რაც აუცილებელი არაა, მაგრამ გაბედნიერებთ, ცხოვრებას გიხალისებთ და გსურთ, რომ გქონდეთ. მაგალითად, ახალი ავტომობილი, გემრიელი ტორტი, აგარაკი კონკრეტულ კურორტზე და სხვა. თუ დააჯგუფებთ იმას, რაც თქვენთვის აუცილებელია, ისინი შეგვიძლია ოთხ ძირითად კატეგორიაში გავაერთიანოთ: უსაფრთხო საცხოვრებელი; ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელი საკვები და წყალი; ჰიგიენის დაცვისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ნივთები; სიტუაციისა და საჭიროების შესაბამისი ტანისამოსი. სხვა დანარჩენი, მაგალითად, თანამედროვე დიზაინით მოწყობილი სახლი, ბრენდირებული სამოსი და მსგავსი ნივთები და მომსახურებები, საჭიროებებს მიღმაა და სურვილებში ერთიანდება.

შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა: თანხის რაციონალური ხარჯვა ხომ არ ნიშნავს სურვილებზე სრულად უარის თქმას და მხოლოდ საჭიროებების დაკმაყოფილებას?

პასუხია: რა თქმა უნდა, არა. თქვენ შრომობთ იმისთვის, რომ სურვილებიც აისრულოთ. შემოსავლის გონივრულად განაწილება გულისხმობს იმას, რომ სურვილები მხოლოდ მას შემდეგ აისრულოთ, რაც საჭიროებებს დაიკმაყოფილებთ.

გააზრებულად დახარჯვა კი იმასაც გულისხმობს, რომ სურვილებიც და საჭიროებებიც შეძლებისდაგვარად თქვენი სახსრებით და საჭიროების შემთხვევაში გონივრული სესხებით დააფინანსოთ.

წყარო: https://www.finedu.gov.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა