მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სოსო ფხაკაძე | მთავრობის გადაწყვეტილებას „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში“ახალი ტექნიკური რეგლამენტის ცვლილების გადავადებაზე BAG-ი დადებითად აფასებს

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოზიტიურად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას “შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების გადავადებას.

დამტკიცებული ცვლილებები მოიცავდა სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და მიდგომისათვის შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზის პერიმეტრის განსაზღვრას, აგრეთვე, მაღლივი შენობებისთვის სახანძრო-სამაშველო კაბინისათვის მოედნის მოწყობის სტანდარტის დადგენას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა მომხდარიყო სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრიის ობიექტური და სამართლიანი ინტერესების გათვალისწინება, ვინაიდან მიღებული ცვლილებები და ახალი რეგულაციები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა სექტორს.

საგულისხმოა, რომ შეცვლილი გარემოებები ქმნიდა სამართლებრივ პრობლემებსაც, როგორც დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ასევე საინვესტიციო პირობებით შეძენილი მიწის ნაკვეთების განვითარების მიმართულებით. შედეგად, ახალი რეგულაციების ამოქმედება წლის ბოლომდე გადავადდა.

ამ პერიოდში კი საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებით, შეარჩევს მაღალი რეპუტაცის მქონე საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს რეალობაზე მორგებულ ეროვნულ სტანდარტს, რომელიც თანხვედრაში იქნება და გაითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

ზემოხსენებული სტანდარტი თავის მხრივ, უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვას და ამავდროულად დეველოპერული საქმიანობის შეუფერხებელ წარმოებას.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბიზნეს სექტორის ობიექტური და სამართლიანი ინტერესების გათვალისწინება მეტ ეკონომიკურ სარგებელს და სიკეთეს მოუტანს როგორც ბიზნესს ასევე ქვეყანას.

ვიმედოვნებთ, რომ კოორდინირებული მუშაობით შევძლებთ, ისეთი სტანდარტის დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებს. ამასთან, ჩვენ მიერ უკვე დაწყებულია საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა/შეფასების პროცედურები“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image თორნიკე სულაბერიძე | ვგეგმავთ, რომ საქართველოდან დავიწყოთ ევროპული ბზარის დაფარვა

25 , 2024

Business Insuder Georgia-სთან კომპანია Lineate-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე აცხადებს, რომ 2024 წელს კომპანიის მიზანი  გაორმაგება და ინვესტიციების ზრდაა. კომპანიის გეგმას წარმოადგენს ასევე ევროკავშირის ბაზარზე აქტიური ოპერირება. 

„2024 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გავაორმაგოთ და ასევე ვგეგმავთ, რომ საქართველოდან აქტიურად დავიწყოთ გაყიდვები და საქართველოდან დავიწყოთ ევროპული ბზარის დაფარვა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ პირველ რიგში დავფაროთ დასავლური ევროპის ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და ევროკავშირის წამყვანი ეკონომიკები. ჩვენ 2023 წლის მეორე ნახევარში ვიყავით ლისაბონში და ეს ვიზიტიც იმას ემსახურებოდა, რომ პირველი ნაბიჯები გადაგვედგა, რათა ევროპულ ბაზარს გაეცნო კომპანია Lineate საკმაოდ წარმატებული ვიზიტი იყო და 2024 წელსაც გავაგრძელებთ გარკვეულ აქტივობას, იქნება ეს ფორუმები, კონფერენციები თუ სხვა ტიპის ვიზიტები. ვგეგმავთ, რომ საქართველოდან უკვე ქართულმა გუნდმა იაროს ამ მიმართულებით“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა