მარიამ ქვრივიშვილი | ტურიზმის სექტორის გაძლიერება
Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რომ გააძლიეროს ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ინდუსტრია, როგორიც არის ტურიზმი.
მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ მთავრობა თანმიმდევრულად ახდენს ინდუსტრიის განვითარებას.
„ყოველთვის ვსაუბრობთ თუ რა აქტივობებს ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, რომელ ბაზრებზე ვაკეთებთ სწორებას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ ქვეყნის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. იწყება ძალიან მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ისეთი ქალაქებისა და დაბების რეაბილიტაცია, რომელიც ტურისტულად აქტიური და აქტუალურია. საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს არაერთი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის გუდაურში ახალი საბაგირო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება.
ვაწყობთ ახალ სასრიალო ტრასებს, ვავითარებთ ახალ კურორტებს და ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ერთის მხრივ განაგრძობს იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მსოფლიოს მასშტაბით.
მეორეს მხრივ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოს ტურისტული პროდუქტი და ინფრასტრუქტურა მუდმივად პასუხობდეს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მოგზაურების მოთხოვნებსა და მოლოდინებს.
ასევე კერძო სექტორთან ერთად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. ასევე სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკასთან ერთად ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ქვეყნის მარკეტინგულ კამპანიებს, იმისთვის, რომ საერთაშორისო ინდუსტრიაში დავიმკვიდროთ თავი და მუდმივად გვქონდეს ჩვენი პოზიციონირება და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის წილი გლობალურ ტურიზმის ინდუსტრიაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
25 , 2024
Business Insuder Georgia-სთან კომპანია Lineate-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე აცხადებს, რომ 2024 წელს კომპანიის მიზანი გაორმაგება და ინვესტიციების ზრდაა. კომპანიის გეგმას წარმოადგენს ასევე ევროკავშირის ბაზარზე აქტიური ოპერირება.
„2024 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გავაორმაგოთ და ასევე ვგეგმავთ, რომ საქართველოდან აქტიურად დავიწყოთ გაყიდვები და საქართველოდან დავიწყოთ ევროპული ბზარის დაფარვა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ პირველ რიგში დავფაროთ დასავლური ევროპის ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და ევროკავშირის წამყვანი ეკონომიკები. ჩვენ 2023 წლის მეორე ნახევარში ვიყავით ლისაბონში და ეს ვიზიტიც იმას ემსახურებოდა, რომ პირველი ნაბიჯები გადაგვედგა, რათა ევროპულ ბაზარს გაეცნო კომპანია Lineate საკმაოდ წარმატებული ვიზიტი იყო და 2024 წელსაც გავაგრძელებთ გარკვეულ აქტივობას, იქნება ეს ფორუმები, კონფერენციები თუ სხვა ტიპის ვიზიტები. ვგეგმავთ, რომ საქართველოდან უკვე ქართულმა გუნდმა იაროს ამ მიმართულებით“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.