მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7142.6
0.0557
flag
AZN 1.6086
0.0125
flag
CNY 38.498
0.029
flag
EUR 3.2376
0.0233
flag
GBP 3.7338
0.0285
flag
KZT 50.54
0.0042
flag
TRY 0.0662
0.0005
flag
USD 2.7356
0.0213

„ვისოლის“ მხარდაჭერით გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

news image

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან აქტიურია სახელმწიფო, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით, რიცხვებიც ამას ადასტურებს - რამდენიმე წლის წინ, ბიუჯეტი, 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის, 300 მილიონს უტოლდება | მიხეილ სარჯველაძე

08.09.2025.14:09

„საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მართლაც ძალიან აქტიურია სახელმწიფო, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით.  რიცხვებიც ამას ადასტურებს - თუ რამდენიმე წლის წინ, ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, 50 მილიონს არ აჭარბებდა,  დღეისთვის, თითქმის,  300 მილიონს უტოლდება. ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო შედეგია. ინიციატივები, რომლებიც ცალკეულ გაუმჯობესებებს უკავშირდება, ჩვენ ისედაც მუდმივად, ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშე, ყურადღების ქვეშ გვაქვს.

ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობის მცდელობები უნდა დააფიქსირონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. 

მიხეილ სარჯველაძე, სამინისტროსთან შეკრებილი, რამდენიმე ადამიანის აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად მართავს შეხვედრებს პროგრამების ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

„არასდროს მათ შეხვედრის პრობლემა არ ჰქონიათ და არ ვიცი, რისთვის შეიძლება, ჭირდებოდეთ ხმამაღლა თქმა, რომ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის, როდესაც ეს შეხვედრები ისედაც იმართება. არ მგონია, რომ სადმე დახურულ კარს წააწყდნენ. ჩვენი სამინისტროს კარი, ამ თვალსაზრისით, ყოველთვის ღია გახლავთ.

რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარსს, ალბათ, კონკრეტულად უნდა ითქვას, რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორ უნდა იქნას მიღებული, სწორი მიმართულებით“, -  განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა