უპრეცედენტოდ მაღალია ის შეთავაზება, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა მიიღო - ბექა ფერაძე
რაც შეეხება უშუალოდ კომპენსაციებს, აქ უნდა აღინიშნოს, რომ უპრეცედენტოდ მაღალია ის შეთავაზება, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა მიიღო. ჩვენ, როგორც შრომის ინსპექცია, როგორც მაკონტროლებელი ორგანო და მშრომელთა უფლებების დამცველი, ამ პროცესში ჩართულები ვიქნებით, რათა თითოეული დასაქმებულის ინტერესი დაცული იყოს, - ამის შესახებ ბექა ფერაძემ განაცხადა.
შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარმა ინსპექტორმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოს შენობა ავარიულია.
„როგორც ფასადი, ასევე ზოგადად ძირითადი შენობა-ნაგებობა არის ავარიული. მათ შორის ფასადი არის მწვავე ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებს მყისიერ ღონისძიების განხორციელებას, რათა საფრთხე არ შეექმნათ დასაქმებულებს, ნებისმიერ მესამე პირს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სახელმწიფოს ინტერესი და პასუხისმგებლობა არის თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ და დაიწყო შესაბამისი პროცედურების განხორციელება“, - განაცხადა ფერაძემ.
ცნობილია, რომ მთავრობამ თბილისის რესპულიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.17:32
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე Max Foundation-ის დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ პატ გარსია-გონსალესს შეხვდა.
Max Foundation ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან ოპერირებს და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფს ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიით , კუჭ-ნაწლავის სტრომალური სიმსივნით, თირკმლის უჯრედული კარცინომით და სხვა იშვიათი სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ონკოჰემატოლოგიური და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის წამლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოში ფუნდამენტური სერვისების გაძლიერებისა და ინოვაციური მოდელების დანერგვის პერსპექტივებიც.
მინისტრმა Max Foundation-ის საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან პარტნიორობის შედეგად პაციენტებს კიდე უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ.
პატ გარსია-გონსალესმა პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვისთვის საქართველოს მთავრობის მუშაობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების მიზნით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.