მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

ცვლილების მისაღებად კარგი დროა - დავით სონღულაშვილი ავტოდაზღვევის კანონპროექტზე

news image

სადაზღვევო ინდუსტრიის მოთხოვნას პარლამენტი გაითვალისწინებს და „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა“ სავალდებულო გახდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

„საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს. ეს არის საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა შეგვესრულებინა. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განვიხილავთ.

დამატებით დეტალებზე ვრცლად ჯერ ვერ ვისაუბრებთ, ბევრი ნიუანსია შესასწავლი და გასაანალიზებელი, რის შემდეგაც საკითხი პარლამენტის სტრუქტურებში დალაგდება და გავა კენჭისყრაზე. ვფიქრობ, ცვლილების მისაღებად საჭირო და კარგი დროა, მთავარია, რომ არსებულ გამოწვევას გავუმკლავდებით და ქვეყანა აღებულ ვალდებულებას შეასრულებს“ - ამბობს დავით სონღულაშვილი.

სადაზღვევო ასოციაციის გათვლებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების 7-10% -მდე ზარალი სამედიცინო კუთხითაა. კანონპროექტის ამუშავების შემთხვევაში მარტო ამ მიმართულებით სახელმწიფო ჯამში 30-40 მილიონ  ლარს დაზოგავს და ათასობით ადამიანს დიდი შეღავათს გაუწევს, როგორც სამედიცინო სერვისების მიღების, ასევე მატერიალური ზარალის კომპენსაციის კუთხითაც.

„დანამდვილებით ვიცით, რომ ავარიების დიდი რაოდენობა ფაქტობრივად არ ანაზღაურდება. მრავალი ადამიანი შრომის უნარს კარგავს, დიდი პრობლემა და სამომავლოდ ეს სიტუაცია დალაგდება და ქვეყნის მასშტაბით ანაზღაურდება. მთელი მსოფლიო განიხილავს ავტოდაზღვევას, როგორც სოციალური დაცვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.  

რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაიზრდება სადაზღვევო კულტურა, რის მოლოდინიც გვაქვს. მარტო ჯანდაცვის ნაწილში 7-10% მდე ზარალი სამედიცინო კუთხითაა, ჯამში 30-40 მილიონზეა საუბარი, რასაც სახელმწიფო კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში დაზოგავს.

შრომის უუნარობის შემთხვევაში კომპენსაციები გაიცემა და მატერიალური ზარალის კომპენსაციას მოახდენენ. მრავალმხრივ აუცილებელი ვალდებულებაა. აღმოსავლეთ ევროპაში 8%-ზე მეტი, ხოლო მეზობელ ქვეყნებში 10%-ზე მეტია ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირე. ჩვენი ავტოპარკიდან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს 150 000 ავტოსაგზაო შემთხვევა წელიწადში, რომლის დიდი ნაწილი ახლა არ ჩანს.

შესაბამისად, ადამიანებისთვის დიდი ფინანსური ზიანის ანაზღაურება მოხდება სწრაფად და ხარისხიანად. ველოდებით, რომ მთავრობა იტყვის საბოლოო სიტყვას ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სერიოზულ შედეგს ველოდებით“, -  ამბობს დევი ხეჩინაშვილი Business Insider Georgia - თან.

სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცებას, წლებია ელოდება.

კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა გაზრდილია

01.08.2025.11:00

2025 წლის ივნისში კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ   2 734 ერთეული შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებლებთან შედარებით 18%-იანი ზრდაა, ხოლო 2024 წლის ივნისის მაჩვენებლებთან ზრდა 8%-ია სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის მაისში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან 2 323 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის ივნისში  2 531 პრეტენზია.

ივნისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი, საუბარია 68%-ზე მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზიები იყო. ასევე, მხოლოდ ივნისში სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკები 266 პრეტენზია დაფიქსირდა.

პროდუქტის მიხედვით:

  • ავტო სესხი - 9
  • სამომხმარებლო სესხი - 266
  • მომენტალური განვადება - 48
  • ოვერდრაფტი - 15
  • საკრედიტო ბარათი - 70
  • სესხები ბინის რემონტისთვის - 0
  • იპოთეკური სესხი - 52
  • მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1871
  • შემნახველი/მოთხოვნამდე დეპოზიტი - 6
  • ვადიანი დეპოზიტი - 24
  • ზრდადი დეპოზიტი - 0
  • ბიზნეს სესხი - 55
  • ინტერნეტბანკი - 55
  • საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - 4
  • სალომბარდე სესხები - 13
  • სხვა - 246

რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება:

  • ადმინისტრაცია/მომსახურება - 513
  • მომსახურების საკომისიოები - 66
  • რეკლამა, გაყიდვები, რჩევები - 4
  • საპროცენტო შენატანები - 26
  • სხვა გადასახდელები - 13
  • ტრანზაქციები - 1720
  • ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 61
  • კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო  - 1
  • თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 35
  • მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა - 24
  • ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 147
  • ეთიკასთან დაკავშირებული - 22
  • პრეტენზიები დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მხარის მიერ მესამე პირებთან დაკავშირებით - 3
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #32/04 ბრძანების მოთხოვნის დარღვევა ინფორმაციის მიუწოდებლობაზე  - 3
  • სხვა - 96

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა