მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

ცვლილებები DRG-ის სისტემაში - როგორი იქნება გავლენა ბიზნესზე

news image

სექტორი გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტის არჩევანის უფლება იყო შეზღუდული და ახალი გადაწყვეტილება ამ შეზღუდვას ხსნის, - აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულ DRG-ის სისტემაში ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, სამომავლოდ გადაწყვეტილება დადებით აისახება პაციენტის მკურნალობაზე.

„აქამდე პაციენტს უწევდა თუ კი რაიმე დამატებით სერვისი სჭირდება სრულად ამართულიყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და სერვისი სრული ღირებულება გადაეხადა. ასეთი სრული დაშვება, თუ კი მას დამატებით გარდა იმისა რაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ფინანსდება, სჭირდება სხვანაირი პალატა, სხვა დამხმარე საშუალებები არჩევანი, ამიერიდან ამისი უფლება მიეცემა.

ჯიბიდან გადახდების წილი გაცილებით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც მთლიანად უნდა გაეუქმებინა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მოთხოვნა“, - განმარტავს მაია მახარაშვილი. 

  ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ არსებული რეგულაციებით პრობლემური იყო ამ საკითხზე კომუნიკაციაც.

„პრობლემური იყო ამაზე კომუნიკაცია, რომ სრულად უარი უნდა ეთქვათ საყოველთაო ჯანდაცვაზე და მთლიანად უნდა გადაეხადათ თავად. ეს ადმინისტრირების თვალსაზრისით იყო პრობლემურ და ძალიან ძნელი საკომუნიკაციო და რა თქმა  უნდა არასასიამოვნოა. ერთია, რომ ეს პრობლემა მოხსენიება და მეორე თუ კი რაიმე დამატებითს მოითხოვს პაციენტი რომელსაც ადრე ვერ ითხოვდა, ანუ ვერ უზრუნველყოფდი ამ ყველაფერს ან უზრუნველყოფდი, მაგრამ ფინანსური ინტერესის გარეშე, ახლა ფინანსური ინტერესი გაჩნდება იმის, რომ დამატებით მომსახურებები, რომელიც პაციენტის სურვილით იქნება შერჩეული კლინიკის ფინანსური ინტერესიც იქნება, რომ შეუქმნას ის პირობა, რა მოთხოვნაც ექნება პაციენტს“, - აცხადებს  ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ DRG თანახმად, პაციენტს არ შეუძლია სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სერვისების გარდა დამატებითი მომსახურების მიღება, მაგალითად VIP პალატით სარგებლობა ან სასურველი იმპლანტის თუ სტენტის ჩადგმა. თუმცა თუ მოქალაქეს ამ სერვისების მიღება სურს, მან ერთჯერადად უნდა დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და მომსახურების ხარჯები სრულად თავად უნდა აანაზღაუროს. სწორედ ეს წესი იწვევს მოქალაქეთა მხრიდან გაუგებრობას და კლინიკების ნაწილის მიერ პაციენტების შეცდომაში შეყვანას. 

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი დარღვევების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 1505 მიმართონ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია - ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია - ჯანდაცვის სამინისტრო

18.11.2025.11:21

დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ

„აღსანიშნავია, რომ პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ. არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე „აპიდრას“ იყენებდა.

შეგახსენებთ, მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო, Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მოაწოდა. თუმცა, ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა „ნოვორაპიდის“ ანალოგი „აპიდრათი“ გააგრძელეს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში, „ნოვორაპიდი“ რაც შეიძლება სწრაფად, კვლავ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, Novo Nordisk-თან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, რომ სამომავლოდ მსგავსი გართულებები თავიდან იყოს აცილებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა