წამლის ლაბორატორია გასახსნელად მზადაა - ჯანდაცვის მინისტრი
შემიძლია დავადასტურო, რომ წამლის ხარისხის ლაბორატორია უკვე მზად არის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა..
„ახლა ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით. ვგეგმავთ, როდის უნდა გაიხსნას. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტები გადამოწმდება და მათი საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ლაბორატორიის გახსნის დროს არ აკონკრეტებს, თუმცა მანამდე განაცადა, რომ წამლის ლაბორატორია ქვეყანაში მარტის ბოლოს გაიხსნება.
სხვა სიახლეები
08.09.2025.14:09
„საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მართლაც ძალიან აქტიურია სახელმწიფო, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით. რიცხვებიც ამას ადასტურებს - თუ რამდენიმე წლის წინ, ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის, თითქმის, 300 მილიონს უტოლდება. ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო შედეგია. ინიციატივები, რომლებიც ცალკეულ გაუმჯობესებებს უკავშირდება, ჩვენ ისედაც მუდმივად, ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშე, ყურადღების ქვეშ გვაქვს.
ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობის მცდელობები უნდა დააფიქსირონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძე, სამინისტროსთან შეკრებილი, რამდენიმე ადამიანის აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად მართავს შეხვედრებს პროგრამების ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
„არასდროს მათ შეხვედრის პრობლემა არ ჰქონიათ და არ ვიცი, რისთვის შეიძლება, ჭირდებოდეთ ხმამაღლა თქმა, რომ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის, როდესაც ეს შეხვედრები ისედაც იმართება. არ მგონია, რომ სადმე დახურულ კარს წააწყდნენ. ჩვენი სამინისტროს კარი, ამ თვალსაზრისით, ყოველთვის ღია გახლავთ.
რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარსს, ალბათ, კონკრეტულად უნდა ითქვას, რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორ უნდა იქნას მიღებული, სწორი მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.