სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მოლდოვის რესპუბლიკის სოციალური დაზღვევის ეროვნულ ოფისს შორის, მემორანდუმი გაფორმდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მოლდოვის რესპუბლიკის სოციალური დაზღვევის ეროვნულ ოფისს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის სამინისტროში, სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ჭანტურიამ და მოლდოვის რესპუბლიკის სოციალური დაზღვევის ეროვნული ოფისის დირექტორმა ელენა ტიბირნამ მოაწერეს.
მემორანდუმი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, მიზნად ისახავს, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში, პარტნიორობას.
კერძოდ, მონაწილეები საკუთარი კომპეტენციისა და მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ისეთ სფეროებში ითანამშრომლებენ, როგორებიცაა: საპენსიო უზრუნველყოფის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება; სფეროში განხორციელებული ახალი მიდგომებისა და რეფორმების უზრუნველყოფა; ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენება; ასევე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის გაძლიერება.
დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია სოციალური დახმარების სისტემაში თაღლითობისა და არასწორი პრაქტიკების გამოყენების შემთხვევების პრევენცია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
21.05.2025.11:52
ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ჯანდაცვის რეფორმებზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მინისტრმა ხაზი გაუსვა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანაში ახლა ინერგება. მან, ასევე ისაუბრა DRG ანაზღაურების მოდელის, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებისა და ინოვაციური პრეპარატების მწარმოებელი კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის მექანიზმის დანერგვის პოზიტიურ გავლენაზე.
„დიდი პატივია ჩემთვის, მოგმართოთ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე თემით – „ერთიანი მსოფლიო ჯანმრთელობისთვის“. ეს თემა სრულად შეესაბამება საქართველოს ერთგულებას ძლიერი, ინკლუზიური და სამართლიანი ჯანდაცვის სისტემის შექმნისადმი, რომელიც არც ერთ ადამიანს არ ტოვებს მიღმა.
ამ მიზნით, საქართველომ დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გარდამტეხი პროცესი. რეფორმის მიზანია ხელმისაწვდომობის გაზრდა, სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და უზრუნველყოფა იმისა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, ჰქონდეს წვდომა აუცილებელ ჯანდაცვის სერვისებზე. ხელმისაწვდომობა მაღალი სტანდარტების გარეშე დაუსრულებელი დანაპირებია - სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ სამედიცინო სერვისები იყოს ხელმისაწვდომი და მუდმივად მაღალი ხარისხის.
აღსანიშნავია, რომ აქართველოს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით, ხაზს უსვამს ერთობლივი მოქმედების ეფექტურობასა და ჯანდაცვის სტრატეგიების მნიშვნელობას.
ჯანდაცვის სერვისებზე მდგრადი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ დანერგა DRG ანაზღაურების მოდელი, რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე და მწარმოებელი კომპანიისგან, ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვის მექანიზმი. ამ ინიციატივების შედეგად, მოვახდინეთ ქრონიკული დაავადებების მართვისა და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტების გაუქმება და გავაუმჯობესეთ მოქალაქეების ფინანსური დაცულობა.
არცერთი უფლება არ საჭიროებს თანაბარ ხელმისაწვდომობას ისე მწვავედ, როგორც ჯანმრთელობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინტერესის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, არც ერთი აღემატება ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის აუცილებლობას. ჯანმრთელობა არ უნდა იყოს პრივილეგია - ეს არის უფლება, და ამ უფლებასთან ერთად მოდის სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას ის.
ჩვენი ერთგულება თანასწორობის მიმართ ასევე აისახება ჩვენს პარტნიორობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც, 2024 წელს განხორციელდა ჩვენი ჯანდაცვის უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტების ერთობლივი გარე შეფასება (JEE). შეფასების საფუძველზე შემუშავდა ეროვნული სამოქმედო გეგმა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის (NAPHS), რომელიც სრულადაა თანხვედრაში საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციებთან და მის დამტკიცებას მიმდინარე წელს ვგეგმავთ.
„ერთიანი მსოფლიო ჯანმრთელობისთვის“ - ამ ხედვით წინსვლისას, საქართველო რჩება ერთგული პარტნიორობის გაძლიერების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. მიხეილ სარჯველაძემ, შეხვედრები გამართა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან, ასევე გლობალური ფონდის წარმომადგენლებსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრთან.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ასამბლეაში მონაწილეობს გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, რევაზ ლომინაძე.