საზღვარგარეთ ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია - თამარ გაბუნია
300 ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება. საუბარია თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ დაწესებულებებზე, სადაც ერთ სივრცეში იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, როგორც დიაგნოსტიკური, ისე - სამკურნალო მიმართულებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ისეთი მნიშვნელოვანი, ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისიც, როგორიც პროტონოთერაპიაა.
აღნიშნულ საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს საერთაშორისო ბაზრის კვლევა, იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა, ამ მიმართულებით, გამოხატონ ინტერესი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოდელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს , ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხსაც.
„ბავშვთა ონკოლოგია დიდი ხანია სამინისტროს პრიორიტეტია. გასულ წელს, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა ისრაელის იხილოვის კლინიკასთან და თურქეთის სამედიცინო კლინიკასთან, ასევე ესპანეთთან.
ამ ეტაპზე , პროექტის შემუშავება პრაქტიკულად დასრულებულია.
ყოველწლიურად, სამწუხაროდ ჯერ კიდე 150-მდე ბავშვს უდგინდება ავთვისებიანი სიმსივნე.
ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის თანამედროვე სერვისების შეთავაზება მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია. ამდენად ეს პროექტი , რომელიც სამინისტრომ მოამზადა, გახლავთ უცხოეთის კლინიკებთან თანამშრომლობით ყველა ბავშვისთვის, იმის შესაძლებლობის შექმნას,რომ მათ სრულად მიიღონ სამედიცინო სერვისები, უახლესი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საშუალებებით. მათ შორისაა პროტონოთერაპიაა.
ასევე , რობოტული ტექნიკის გამოყენებით ქირურგიული ჩარევების წარმოება და სხვა ინტერვენციები, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს. ამას დასჭირდება დამატებითი სერვისი, თუმცა ეს სერვისი იქნება ხსნა იმ ბავშვებისთვის, ვისაც დღეს ეს ძალიან სჭირდება.
საუბარია წელიწადში დაახლოებით 300 ბავშვზე. ეს არის 150 ახალი შემთხვევა და ის ბავშვები, ვისაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ ონკოლოგიური დაავადებები.
ვფიქრობთ, ეს მოდელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს , ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხს.
აქვე იქნება მუშაობა საქართველოში ონკოლოგიური სერვისების განვითარებაზე და ის პარტნიორი კლინიკები, რომლებიც შეირჩნენ პროგრამაში მონაწილეობისთვის გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე, დაგვეხმარებიან ადგილზე, ქართველი ექიმების მომზადებაში და სამომავლოდ სერვისის გაძლიერებაში“,-აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
საზღვარგარეთ ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია.
შედეგად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია - ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია - ჯანდაცვის სამინისტრო
18.11.2025.11:21
დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ
„აღსანიშნავია, რომ პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ. არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე „აპიდრას“ იყენებდა.
შეგახსენებთ, მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო, Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მოაწოდა. თუმცა, ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა „ნოვორაპიდის“ ანალოგი „აპიდრათი“ გააგრძელეს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში, „ნოვორაპიდი“ რაც შეიძლება სწრაფად, კვლავ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, Novo Nordisk-თან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, რომ სამომავლოდ მსგავსი გართულებები თავიდან იყოს აცილებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.