სასწრაფო მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება - მიხეილ სარჯველაძე
აქციების დაწყების დღიდან, სასწრაფო დახმარების სამსახური მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში, უკლებლივ ყველა დაშავებული, ადგილზე იღებს სამედიცინო მომსახურებას, ისინი კი, ვისაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებს, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.
ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასწრაფო დახმარების მანქანების განაწილების პრინციპზეც. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახური, გადაწყვეტილებას, კონკრეტულ მომენტში, ადგილზე არსებული ვითარებისა და საჭიროების მიხედვით იღებს.
„ასე ნაწილდება სად, რომელ ლოკაციაზე, რამდენი ჯგუფი განთავსდეს, როგორ ჩანაცვლდეს, როგორი იყოს მათი მოძრაობის მარშრუტები, რომელ კლინიკასთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იგეგმება ოპერატიულად.
ამ დღეების განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როდესაც ამის საჭიროება დამდგარა, სათანადოზე მეტი რაოდენობის სასწრაფოს ჯგუფები იყო მობილიზებული, რომ სადმე დეფიციტი არ შექმნილიყო. შესაბამისად, უკლებლივ ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება - ავტომობილები მობილიზებულია ისეთ ქუჩებზე, საიდანაც შესაძლებელია ძირითად მაგისტრალზე გადაადგილება, მაგალითად, განთავსებულია ლაღიძის, ან ჭანტურიას ქუჩის კუთხეში და ა.შ. “, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სხვა სიახლეები
პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა - სოფიო ასპანიძე პატრიარქზე
17.03.2026.16:48
პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა, - განაცხადა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ.
მისი თქმით, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები.
„პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები. ფაქტობრივად, შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება შემდგომ უკვე ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად, შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში“, - აღნიშნა მან.