საქართველოს ბანკის ახალი კამპანია სისხლის უანგარო დონაციის მხარდასაჭერად
საქართველოს ბანკი, კრეატიულ სააგენტო ვინდფორსთან და სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაციასთან ერთად, ახალ ინიციატივას ახორციელებს. თავდაპირველად შიდა კამპანიის სახით დაწყებული პროექტი, საბოლოოდ, მასშტაბურ საზოგადოებრივ ინიციატივად იქცა, რომელიც 8400 თანამშრომელს, მათ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აძლევს შესაძლებლობას, გაერთიანდნენ პროგრამაში და ხელი შეუწყონ ქვეყანაში სისხლის უანგარო დონორობის კულტურის განვითარებას.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა პლატფორმა blooddonors.bog.ge შექმნა, სადაც პოტენციურ დონორებს შეუძლიათ, გაიარონ რეგისტრაცია და დააფიქსირონ საკუთარი მზაობა. საჭიროების შემთხვევაში, სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაცია მათ სისხლის ჯგუფისა და ლოკაციის გათვალისწინებით დაუკავშირდება.
ამასთან, საქართველოს ბანკი საკუთარ თანამშრომლებსა და მათ ახლობლებს, სისხლის ჯგუფის დადგენის შესაძლებლობას აძლევს, ამ მომსახურების საფასურს კი სრულად დაფარავს ბანკი.
8400 ერთისთვის - “ჩვენს ერთობას უამრავი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია”
საქართველოს ბანკში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერა და ერთმანეთის გამხნევებაც კი დიდი ძალაა, მიუხედავად იმისა, დააკმაყოფილებს თუ არა პოტენციური დონორი სისხლის დონაციის პირობებს.
„ჩვენს ერთობას უამრავი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
როგორც საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის გუნდის უფროსი, ირაკლი აბესაძე განმარტავს, ინიციატივა ემსახურება არა მხოლოდ თანამშრომლების, არამედ მათი ახლობლებისა და საზოგადოების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომლებიც მზად არიან, გადამწყვეტ დროს, უანგაროდ გაიღონ სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად.
„ბანკის შიგნით ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ერთიანობისა და ერთმანეთზე ზრუნვის კულტურა მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს, ის ქმედებებში აისახოს. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს, მათ ახლობლებს და ნებისმიერ მსურველს მისცემდა შესაძლებლობას, წინასწარ დაეფიქსირებინათ მზადყოფნა სისხლის გასაღებად. მთავარი მოტივაცია კი ისეთი სისტემის შექმნა გახდა, რომელიც დახმარების სურვილსა და საჭიროებას ერთმანეთთან სწრაფად და ეფექტიანად დააკავშირებდა, რაც რეალური ღირებულების შექმნას შეუწყობდა ხელს.
რა შედეგს ელოდებით ამ ინიციატივისგან მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში?
მოკლევადიან პერიოდში, ველით, რომ პლატფორმაზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დარეგისტრირდება და სისხლის დონაციის პროცესი უფრო ორგანიზებული და სწრაფი გახდება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ჩვენი მიზანია, რომ სისხლის უანგარო დონორობა.
საქართველოში იქცეს ყოველდღიური სოლიდარობის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის კულტურად - იყოს არა როგორც ერთჯერადი აქტი, არამედ როგორც ყოველდღიურობა.
სწორედ ამიტომ, გვინდა, რომ ეს პლატფორმა გახდეს ერთგვარი ხიდი ადამიანებს შორის, სადაც ტექნოლოგია, ღირებულებები და თანამშრომლობა ერთიანდება სიცოცხლის გადასარჩენად“, - აღნიშნავს ირაკლი აბესაძე, საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის გუნდის უფროსი.
როგორც Business Insider Georgia-ს „ვინდფორსის“ უფროსმა ქოფირაითერმა მარიამ კოღო ჩარგაზიამ განუცხადა, ახალი პლატფორმის ფარგლებში უკვე ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, დააფიქსიროს მზაობა სხვისი დახმარებისთვის და გაიღოს სისხლი.
„საქართველოს ბანკი ბევრ სხვადასხვა შიდა კამპანიასა და ინიციატივას ახორციელებს, რომელთა მთავარი მიზანი თანამშრომლების მხარდაჭერა, მათთვის საინტერესო და სასარგებლო პროექტების შექმნაა. ერთ-ერთი ასეთი პროექტი სწორედ სისხლის უანგარო დონაციის კამპანიაა, რომელიც თავდაპირველად შიდა ინიციატივის სახით დაიწყო და თანამშრომლების შემდეგ, ყველა მსურველი გააერთიანა.
კამპანიაზე მუშაობის დროს, „ვინდფორსის“ კრეატიული გუნდისთვის მთავარი ინსაითი ჩვენივე ყოველდღიურობიდან გამომდინარეობდა - ჩვენს თანამშრომლებს, მეგობრებს, ახლობლებს თუ საერთოდ უცნობ ადამიანებს ჩვენ ირგვლივ ხშირად დასჭირვებიათ კონკრეტული ჯგუფის სისხლი, რომლის მობილიზებაც, ძირითად შემთხვევებში, სოციალური ქსელების მეშვეობით ინფორმაციის გაზიარებით ხდებოდა. თავის მხრივ კი, მსგავსი „მოდელი“ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სწრაფი რეაგირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაციის ჩართულობით, რომლებიც ამ მიმართულებით უკვე დიდი ხანია მუშაობენ, ახალი პლატფორმის მექანიკა მოვიფიქრეთ, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, დააფიქსიროს მზაობა სხვისი დახმარებისთვის და გაიღოს სისხლი იქ და იმ დროს, როცა ეს სიცოცხლისთვის არის საჭირო.
კამპანიის მთავარი მესიჯი სწორედ ერთიანობაზე დგას - გვსურდა, კამპანიას ერთიანობის ძალა გამოეხატა, ის, რომ თითოეული ადამიანის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, მათ შორის კი მათი მხარდაჭერაც, ვინც ამჟამად ვერ აკმაყოფილებს დონაციის წესებს. ამ ადამიანების ერთიანობას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - სწორედ ეს გახდა მთავარი გზავნილის ინსპირაციაც - 8400 ერთისთვის. საქართველოს ბანკი - საქართველოსთვის. კომპანიის მხრიდან, მსგავსი ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც რეალურ პრობლემას ეხმიანება, ბრენდის პასუხისმგებლობისკენ მიუთითებს, ჩვენთვის კი, ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნო პროცესია ისეთ პროექტზე მუშაობა, რომელიც დადებითი ცვლილების მომტანია. თუკი ჩვენი კამპანია ერთ სიცოცხლეს მაინც გადაარჩენს და ერთ ადამიანს მაინც დაეხმარება მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ეს იქნება ამ ინიციატივაში ჩართული თითოეული ადამიანის, თითოეული დონორის, თითოეული მხარდამჭერის ერთობლივი წარმატება“, - განმარტავს „ვინდფორსის“ უფროსი ქოფირაითერი.
როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოს ბანკის კამპანია სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება, რომლის მისიაც საქართველოში სისხლის
უანგარო დონორობის კულტურის გაძლიერებაა. ორგანიზაციის გუნდი დონაციას აღიქვამს როგორც ერთ-ერთ სუპერძალას – სიცოცხლის გადარჩენის უნარს.
სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაციის დირექტორი, მელანო დურმიშიძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას ამბობს, რომ სისხლის უანგარო დონაცია დონორისთვის უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია.
„დონაციამდე ყველა პოტენციური დონორი გადის მოკლე სამედიცინო შემოწმებას, რაც გულისხმობს, რომ დონაციის პროცესი ხშირად ეხმარება ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის უფრო კარგად კონტროლში. გარდა ამისა, წელიწადში რეგულარულად რამდენიმეჯერ სისხლის ჩაბარებას გრძელვადიანად დიდი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის და პრევენციას უკეთებს ქრონიკულ დაავადებებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ, მაინც ის სიხარულია, რომელიც ადამიანისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში დახმარების შესაძლებლობას გულისხმობს. მით უფრო, კი იმის გაანალიზება, რომ იმ კონკრეტულ მომენტში შენ იყავი ის ადამიანი ვინც ნამდვილად სასიცოცხლო დახმარება გაუწია უცნობს, რადგან ამ ეტაპზე სისხლის ჩამნაცვლებელი პრეპარატი ჯერ არ არსებობს.
დონორი უნდა იყოს ჯანმრთელი, თავს კარგად გრძნობდეს და არ ჰქონდეს ინფექცია ან სხვა მწვავე დაავადება. ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ასაკი უნდა იყოს 18-65 წელი, მინიმალური წონა - 50 კგ. დონაციის დღეს საჭიროა მსუბუქი საუზმე, ბევრი სითხე და ალკოჰოლის თავიდან აცილება. მძიმე ფიზიკური დატვირთვა არ არის რეკომენდებული. პროცედურა სრულად უმტკივნეულოა და ტარდება ერთჯერადი ინსტრუმენტებით. წინასწარ ტარდება სამედიცინო შემოწმება, რაც გულისხმობს წნევის და ჰემოგლობინის გასინჯვას. დონაციის შემდეგ საჭიროა მეტი სითხის მიღება და 24 საათის განმავლობაში ალკოჰოლისა და მძიმე დატვირთვისგან თავის შეკავება. სხვა ყველაფერი კი, ჩვეულებრივად, გარდა იმისა რომ უკვე ადამიანისთვის სასიცოცხლო დახმარება გექნებათ გაწეული“, - აცხადებს მელანო დურმიშიძე.
მისივე თქმით, საქართველოს ბანკის კამპანია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სისხლის უანგარო დონაციაზე ინფორმაციის გასავრცელებლად, საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად და რაც მთავარია, ჩვენი პატარა აგურის გასამყარებლად ევროპულ გზაზე.
„გვიხარია, რომ საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მაქსიმალურად ყველა დეტალი იყო გათვალისწინებული და კომუნიკაციაც ყველა სტანდარტის დაცვით შესრულდა. ასევე გვახარებს ისიც, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმო უშუალოდ კომპანიის კულტურის ნაწილსაც და იმ ადამიანებს, რომლებიც სრულად უანგაროდ დაეხმარებიან პაციენტებს, ხელს შეუწყობენ სამუშაო გრაფიკითაც. განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული ნაწილი მიღებული პრაქტიკაა და ყოველთვის გვინდოდა ადგილობრივადაც ჩვენს რეალობაშიც მომხდარიყო. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში კი გვჯერა, ისეთივე ძლიერები და ყოჩაღები ვართ, როგორი მეგობრები და პარტნიორებიც გვყავს. შესაბამისად, ისეთი ბრენდის გვერდში დგომა, როგორიც საქართველოს ბანკია, ჩვენთვის ასმაგად მნიშვნელოვანი, საინტერესო და საპასუხისმგებლოა.
შესაბამისად, ის რომ ამ ინიციატივის ფარგლებში შესაძლოა ათასობით ადამიანი დაემატოს ჩვენს სუპერგმირების არმიას, ეს ზრდის ალბათობას რომ საჭირო დროს, საჭირო ლოკაციაზე, საჭირო
სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები უფრო ორგანიზებულად ვიპოვოთ. აღნიშნული ჩვენს ეფექტურობაზე მნიშვნელოვნად აისახება და დაგვეხმარება, სინათლის სიჩქარით შევასრულოთ ჩვენი მთავარი მისია - გადავარჩინოთ ჩვენთვის სრულიად უცნობი, თუმცა სხვებისთვის საყვარელი ადამიანების სიცოცხლე, სისხლის უანგარო დონაციის გზით“. - აცხადებს „სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაციის” დირექტორი, მელანო დურმიშიძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.08.2025.17:59