მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

სამინისტრომ დაამუშავა პროექტი, რომელიც საზღვარგარეთ მკურნალობას შესთავაზებს ყველა ბავშვს, ვისაც ამის საჭიროება ექნება - მინისტრი

news image

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამინისტრომ დაამუშავა პროექტი, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლესი თანამედროვე სტანდარტის მკურნალობას შესთავაზებს ყველა ბავშვს, ვისაც ამის საჭიროება ექნება.

300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი საზღვარგარეთ მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს სრულყოფილ მკურნალობას, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვთა ონკოლოგიური სერვისების ხარისხიანი მართვა განსაკუთრებული მნიშვნელობის პრიორიტეტია.

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, 600 მილიონი ლარით დაფინანსდა 2,2 მლნ-ზე მეტი მომსახურება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა, ყურადღება დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თუ 10 წლის წინ, პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იყო, 2023 წლისთვის, თითქმის, 6-ჯერ გაიზარდა და 30 მლნ ლარს გადააჭარბა.

„2022 წლიდან, გაიზარდა პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. თუ გასულ წლებში პროგრამა მხოლოდ დედაქალაქის 3 დაწესებულებაში იყო ხელმისაწვდომი, რაც დამატებით ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული, დღეს, მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, აჭარის რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში.

2022 წლის მაისიდან, დაიწყო 18 წლამდე ასაკის პირებისთვის გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების (CGM) გადაცემა, რისთვისაც პროგრამის ბიუჯეტში გამოყოფილია 6 მილიონ ლარამდე. პროგრამის ფარგლებში შეძენილი მოწყობილობით, ამჟამად, სარგებლობს 700-ზე მეტი ბავშვი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტულია იშვიათი დაავადებების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი, გასული 10 წლის განმავლობაში, 3 მილიონი ლარიდან 30 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. მისი თქმით, პროგრამა ფარავს აუცილებელ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, მკურნალობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებს.

„იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, ჩამოყალიბდა იშვიათი დაავადებების საბჭო, რომელშიც მონაწილეობენ ექიმები, სახალხო დამცველის აპარატის და ფინანსთა სამინისტროს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები.

მზადდება იშვიათი დაავადებების სტრატეგია, რომელიც იქნება ქვეყნისთვის პირველი გზამკვლევი იშვიათი დაავადებების მქონე პირების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებისთვის“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრმა, ტრანსპლანტაციის პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდა.

„2 მლნ. ლარზე მეტით უკვე დაფინანსდა ძვლის ტვინის 16 ტრანსპლანტაცია, ხოლო 400 000 ლარზე მეტით დაფინანსდა ღვიძლის 6 ტრანსპლანტაცია, თირკმლის 51 ტრანსპლანტაცია დაფინანსდა, 1მლნ ლარით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა, გასული წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევად დიალიზის სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოება დაასახელა. მისი თქმით, დიალიზის სერვისი უკვე 39 დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი, იგეგმება კიდევ 12 ცენტრის დამატება.

„2022 წელს, სერვისი დაემატა მესტიაში, ყაზბეგში, თიანეთში, ამბროლაურსა და ლანჩხუთში.

ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი პროგრესი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მაღალმთიან რეგიონებში ხელმისაწვდომობის მიმართულებით გაკეთდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს - ჯანდაცვის სამინისტრო

09.01.2026.13:48

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს. 

ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას. 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის - გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე მოქალაქეს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა