საქართველოში შიდსითა და ტუბერკულიოზით დაავადებულთა რიცხვი იზრდება
საქსტატის ცნობით, 2022 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 617 ერთეული შეადგინა, რაც 16.4 პროცენტით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო შიდსით დაავადებულთა მთლიანი (კუმულატიური) რიცხოვნობა 9 779 ერთეულით განისაზღვრა.
2022 წელს შიდსით გარდაცვალების 140 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, 2022 წელს მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით 7 ერთეულით გაიზარდა და 1 654 ერთეული შეადგინა.
ხალი შემთხვევების რაოდენობა 3.5 პროცენტით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა (4 318 კაცი).
2022 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.2 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.9 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.
სხვა სიახლეები
პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა - სოფიო ასპანიძე პატრიარქზე
17.03.2026.16:48
პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა, - განაცხადა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ.
მისი თქმით, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები.
„პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები. ფაქტობრივად, შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება შემდგომ უკვე ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად, შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში“, - აღნიშნა მან.