სხვა სიახლეები
მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით - მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა გადამოწმებაზე
20.02.2026.11:51
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, განცხადება ბრიფინგზე გააკეთა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოჯახების გადამოწმებისთვის ყველა საჭირო წინაპირობა უკვე მომზადებულია და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან, შესაბამისი პროგრამის მიხედვით.
„გადამოწმების წარმართვისთვის მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, რა დროსაც, პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორების გამო, მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ეკუთვნით შემწეობა. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში 2000 ლარიანი შემოსავლის მიღება ყოველთვიურად,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.