მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7204.9
-0.0174
flag
AZN 1.6019
-0.0019
flag
CNY 39.521
-0.0012
flag
EUR 3.1471
0.0188
flag
GBP 3.6424
0.0228
flag
KZT 56.63
-0.0005
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.7231
-0.0033

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა - ჯანდაცვის სამინისტრო

news image

,,საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ", - აღნიშნულის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

„ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს. ასევე, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან, ახალი შტამის დადასტურების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა. ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს „ომიკრონის“ ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების ან მძიმე დაავადების განვითარებას. ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება სტანდარტული პროტოკოლებით“, - აცხადებენ სამინისტროში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა - სოფიო ასპანიძე პატრიარქზე

17.03.2026.16:48

პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა, - განაცხადა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ.

მისი თქმით, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები.

„პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები. ფაქტობრივად, შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება შემდგომ უკვე ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად, შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში“, - აღნიშნა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა