მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7201.1
-0.0038
flag
AZN 1.6014
-0.0005
flag
CNY 39.39
-0.0131
flag
EUR 3.1274
-0.0197
flag
GBP 3.6095
-0.0329
flag
KZT 56.46
-0.0017
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.7223
-0.0008

„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება“ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია - ზურაბ ჩიკვილაძე

news image

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითდედაქალაქის ბიუჯეტით დამტკიცებულ პროგრამებს კიდევ ერთი ახალი ქვეპროგრამა  - „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებაემატება

ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, პროგრამის დაფინანსება 300 000 ათასი ლარით განისაზღვრება

ქვეპროგრამის ამოქმედება 2025 წლის 1 სექტემბრიდან იგეგმება. აღნიშნული ქვეპროგრამა მიზნად  რევმატოიდული ართრიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის უზრუნველყოფას ისახავს, რაც დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია

ერთი პაციენტის წლიური მკურნალობის კურსი  12 ფლაკონს მოიცავს, თითოეულის ღირებულება კი 1,570 ლარია. დაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრება: სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150,001-, უზრუნველყოფილია მედიკამენტების სრული,  100%-იანი დაფინანსებადანარჩენი ბენეფიციარებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მედიკამენტების ღირებულების 80%-იან თანადაფინანსებას. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მსგავსი სოციალური ინიციატივების განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“,  - აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე

მისივე თქმით, ახალი ქვეპროგრამის ფარგლებში, ამ დაავადების სამკურნალო აუცილებელი და  ძვირადღირებული მედიკამენტები დაფინანსდება

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, აუტოიმუნური ანთებითი დაავადებაა, რომელიც  სახსრების შეუქცევად დაზიანებას, დეფორმაციასა და ფუნქციური უნარის დაქვეითებას იწვევს. დაავადების შეუფერხებელი მიმდინარეობის შემთხვევაში მაღალია შშმ პირის სტატუსის შეძენის რისკი. თანამედროვე მედიკამენტოზური თერაპიის დროული დანიშვნა კი საშუალებას იძლევა დაავადების აქტიურობა შემცირდეს, დადგეს რემისია და პაციენტმა სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შეძლოს“, -  აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა - სოფიო ასპანიძე პატრიარქზე

17.03.2026.16:48

პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა, - განაცხადა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ.

მისი თქმით, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები.

„პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები. ფაქტობრივად, შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება შემდგომ უკვე ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად, შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში“, - აღნიშნა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა