მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

რესპუბლიკური საავადმყოფო სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი - პრემიერი

news image

დასრულების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება თანამედროვე, მძლავრი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი, სადაც ათასობით ექიმი, თანამშრომელი იზრუნებს ჩვენი მოქალაქეებისა და არა მარტო მათ ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, მთლიანობაში, 100 000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება.

„მშენებლობისას გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალა და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თანამედროვე, კომფორტულ და ფუნქციურად გამართულ გარემოში მიიღებენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები წარიმართება ისე, რომ არ შეჩერდეს კლინიკის ფუნქციონირება. როგორც მოგეხსენებათ, ეს იყო სამედიცინო პერსონალის ძალიან მნიშვნელოვანი, ლეგიტიმური მოთხოვნა, რაც ჩვენ სრულად გავითვალისწინეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, არსებულ შენობებში, რეაბილიტაციის შემდეგ, იფუნქციონირებს სტაციონარი, რომელიც 400 საწოლზე იქნება გათვლილი, სხვადასხვა თერაპიული თუ ქირურგიული მიმართულები იფუნქციონირებს, ფსიქიატრიული, გადაუდებელი დახმარებისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები იქნება განთავსებული.

„განვითარდება სერვისები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სისხლის  ბანკი შეიქმნება. ასევე მოეწყობა სასწავლო და საკონფერენციო სივრცეები. ყველანაირი სივრცით იქნება აღჭურვილი ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. 

აშენდება ახალი, 250 საწოლზე გათვლილი ნაგებობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთ სპეციალიზებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე, როგორიცაა ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კარდიოქირურგია და სხვა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას, შეიქმნება უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბირთვული და სხივური მედიცინის დეპარტამენტი. აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბავშვთა ინფექციური ბლოკი, აქვე განთავსდება GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი.

დასრულების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება თანამედროვე, მძლავრი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი, სადაც ათასობით ექიმი, თანამშრომელი იზრუნებს ჩვენი მოქალაქეების და არა მარტო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. მინდა, მოგილოცოთ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ პროექტის განხორციელება სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკას და ხელს შეუწყობს საქართველოში მედიცინის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

30.06.2025.12:35

დედაქალაქის მერიამ, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დაფინანსების პროგრამით, ბოლო წლებში საქართველოსა და ქვეყნის გარეთ არსებულ კლინიკებში, ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დღეს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი მიმართულებაა სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, 100 ათასზე მეტი შემთხვევა უკვე დაფინანსდა. ეს არის სხვადასხვა ოპერაციები, ძვირადღირებული მკურნალობა, მედიკამენტები, რომელიც განაცხადის საფუძველზე ფინანსდება. ასევე ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე, რომლებიც დედაქალაქშია. შესაბამისად, 10 000-მდე ბავშვი იღებს ვაუჩერს და უფასოდ სარგებლობს სხვადასხვა შეთავაზებით, რაც გააჩნია მუნიციპალიტეტს მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, სხვადასხვა სპორტული და სახელოვნებო წრეების სახით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მან, ასევე ისაუბრა სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობის, შინმოვლის თანადაფინანსების, შშმ პირთა მხარდაჭერისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის სხვადასხვა პროგრამაზე.

„ჩვენ დავნერგეთ სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა და უკვე 70 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამით. ასევე, მერის გადაწყვეტილებით, ათჯერ გაიზარდა 100 წელს მიღწეული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება, რომელიც 1 000 ლარი იყო და მიმდინარე წელს გახდა 10 000 ლარი“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა შინ მოვლის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი პირების საჭიროებას - სახლში გაეწიოთ გარკვეული მოვლა-პატრონობისა და სამედიცინო დახმარების სერვისი. აღნიშნული სერვისით ისარგებლა 7 768 ბენეფიციარმა.

„ჩვენთან ოპერირებს თბილისის მიუსაფართა მუნიციპალური თავშესაფარი, რომელიც არის ერთგვარი ალტერნატივა უსახლკარო ადამიანებისთვის, რომ არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ. თავშესაფარი ემსახურება 240 ბენეფიციარს და მობინადრეები უზრუნველყოფილი არიან: კვებით, პირადი მოხმარების ნივთებით, პირველადი სამედიცინო დახმარებით და სხვა საჭირო მომსახურებით”, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

კომუნალური სუბსიდირების პროგრამაზე საუბრისას, ანდრია ბასიალიამ აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებს ზამთრის თვეებში კომუნალური გადასახადები უფინანსდებათ. ამ პროგრამით 64 000-ზე მეტი აბონენტი სარგებლობს.

„სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ზრუნვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის უზრუნველყოფაა. ამ მიმართულებით ბევრი პროგრამა არსებობს, მაგალითად, როგორიცაა მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დახმარების პროგრამა, ასევე არასრულწლოვანი შშმ პირების დახმარების პროგრამა. ერთ-ერთი პოპულარული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა საზაფხულო ვაუჩერები. წელს უკვე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით, 3 200 ოჯახს მივეცით საკურორტო ვაუჩერები იმისთვის, რომ შშმ ბავშვებმა და მათ ოჯახებმა მოახერხონ სრულყოფილად დაისვენონ ზაფხულში. პარალელურად, ვაფინანსებთ სხვადასხვა შშმ პირთა ორგანიზაციას და ინდივიდუალურ განაცხადებს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

ამასთანავე, ანდრია ბასილაიას თქმით, მერია ახორციელებს პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამას, რომლის სერვისიც შშმ

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა