მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

რას ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა

news image

საქართველოს მთავრობამ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო. როგორც ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, საწყის ეტაპზე პროექტი საპილოტე რეჟიმში განხორციელდება და მასში 6 სამედიცინო დაწესებულება იქნება ჩართული.

„რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური რეფორმა დაიწყო. ზოგადად ჯანდაცვაში. რეალურად იმედები, რომელიც გვაქვს ამ რეფორმაზე დამყარებული ძალიან მაღალ მოლოდინებს ბადებს. ეს უკავშირდება იმას, რომ რაც შეიძლება სწორად და ეფექტიანად დაიგეგმოს მთლიანად ჯანდაცვის სერვისების მიწოდების პროცესი და რაც შეიძლება ნაკლებად იყოს ორიენტირებული ამ შემთხვევაში ფლანგვაზე, გინდაც სახელმწიფოს მხრიდან, გინდაც კლინიკების, გინდაც სადაზღვევო კომპანიების მხრიდან. არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. ყველასთან მიმართებაში ეს აუცილებლად გასატარებელი პრინციპია, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ. ეფექტიანი, რაციონალურად ხარჯების გაწევა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც აუცილებლად მოითხოვს დაცვას. აი ამ თვალსაზრისით ალბათ გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ პირველადი ჯანდაცვის როლი იქნება ნომერ პირველი მნიშვნელობის“, - აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, რეფორმა საწყის ეტაპზე 6 კლინიკას მოიცავს, თუმცა წლის ბოლოდან ის მთლიან სისტემაზე გავრცელდება.

მინდა მოკლედ მოგახსენოთ ამ რეფორმის კონცეფცია რას გულისხმობს. უპირველესად უნდა ვთქვა, რომ გადავწყვიტეთ აუცილებლად დაგვეწყო პილოტირებით. იმიტომ, რომ ამბიციურობასთან ერთად არის დიდი რისკებიც. ამიტომ გარკვეული დეტალების პროგნოზირების მიზნით დავიწყეთ 6 ორგანიზაციასთან ერთად თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს პირველადი ჯანდაცვის პროგრამა ამ ახალი მოდელით და შესაბამისად ეს გამოავლენს როგორ უნდა დაიგეგმოს სამომავლოდ პროცესი. ამ შემთხვევაში ჩვენ შევარჩიეთ როგორც სახელმწიფო კლინიკები, ისე კერძო კლინიკები და მათთან თანამშრომლობით ვფიქრობთ, რომ საინტერესო გამოვა. ის მაჩვენებლები, რა პრობლემურ საკითხებსაც ამოატივტივებს, შემდეგი დაგეგმვისთვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. რეალურად პილოტირება დაიწყება 1 ივლისიდან. 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე ჩვენ გვექნება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ჩვენ შეგვეძლება, რომ დავაკვირდეთ დინამიკაში ამ მდგომარეობას და მიმდინარეობას, სარისკო ფაქტორებს და ნებისმიერი მიმართულებით გავაანალიზოთ და უკვე 1 ნოემბრიდან გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მთლიანად მოცვა სექტორის. ვისაც ექნება სურვილი, რომ ამ პროგრამაში იყოს ჩართული, მათ ექნებათ ამისთვის მომზადების და მეორეს მხრივ სათანადო ურთიერთობის გაფორმების შესაძლებლობა. ეს არის იქნება ისეთი ვითარება, როდესაც უბრალოდ ვზრდით დაფინანსებას, რაღაც კონკრეტული მომსახურებისთვის, არამედ ეს იქნება სანაცვლოდ მკაფიოდ განსაზღვრა იმ ვალდებულებებისა, რომელიც ექნება ყველა მონაწილე აქტორს. როლების სწორად განაწილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს სწორი მოლოდინი ამ ურთიერთობებში ჩართული მხარეებისგან. ზოგადად სირთულეებს, გაუგებრობებს ბადებს, როდესაც არსებობს არასწორი მოლოდინები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ იქნეს გაწერილი ვისგან რა მოითხოვება.

„ჩვენი ინტერესია, რომ პირველადი ჯანდაცვის ფუნქცია რაც არის, მას პირველადი ჯანდაცვის რგოლი ასრულებდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

03.04.2026.10:02

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსახლეობისათვის მისი ხელმისაწვდომობის ზრდაზე.

საუბარი შეეხო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მექანიზმსა და შესაბამისი კომისიის საქმიანობას, რომელიც, როგორც ეფექტიანი და სისტემური რეგულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, დადებითად შეფასდა. აღინიშნა, რომ მექანიზმი ხელს უწყობს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას, სამართლიანი ფასების ფორმირებასა და პაციენტების ინტერესების დაცვას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს.

აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების პროცესში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა