მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

რა ვითარებაა საფთიაქო ქსელში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ - PSP-ს განმარტება

news image

800-ზე მეტი მედიკამენტი PSP-ში რეფერენტული ფასების წესს დაემორჩილა. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს ამდენივე დასახელების მედიკამენტი გაუიაფდა და სია სამომავლოდ 1200-მდე შეივსება.

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ხაბეიშვილი Business Insider Geprgia-სთან ამბობს, მოცემულობა ყოველდღიურად იცვლება, მათ შორის მომწოდებლების მხრიდან, თუმცა ბაზარი სიახლეს მზად შეხვდა და ამ მხრივ დაბრკოლება არ აქვთ.

ხაბეიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქსელში ყველა დასახელების მედიკამენტია, რომელიც აქამდეც იყიდებოდა და აქედან 800-ზე რეფერენტული ფასი მოქმედებს.

„აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა და ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს. ბაზარი მზადაა სიახლისთვის, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები არ ვართ, ბევრი რამ მომწოდებელზეც არის დამოკიდებული.

მთელი აქცენტი იმაზეა, რა სიტუაცია გამოიკვეთება მომწოდებლების მხრიდან, პრობლემა არ არის, ისინიც მაქსიმალურად ცდილობენ, შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. თუმცა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, სტაბილურობაა, მაგრამ ეს სიტუაციაც ჯერ კიდევ არ გვაძლევს შეფასების საშუალებას.

დღევანდელი მდგომარეობით, ყველა მედიკამენტი არის ქსელში, რაც აქამდე გვქონდა გაყიდვაში, აქედან 800 მედიკამენტზე რეფერენტული ფასი მოქმედებს.

მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობისთვის მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყოს, მათ შორის ინოვაციური წარმოებები", - ამბობს ნათია ხაბეიშვილი Business Insider Georgia -სთან.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა,  ხოლო სისტემა 15 თებერვლიდან ამოქმედდა.

შესაბამისად, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, მაქსიმალური ზედა ზღვარი რეფერენტული ფასების მიხედვით დაადგინოს.

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა. ცვლილების თანახმად, 1200-მდე დასახელების წამალი ეტაპობრივად გაიაფდება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image ჯანდაცვის მინისტრი The Max Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორ პატ გარსია-გონსალესს შეხვდა

06.05.2025.17:32

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე  Max Foundation-ის დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ პატ გარსია-გონსალესს შეხვდა.

Max Foundation  ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 2003  წლიდან ოპერირებს და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფს ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიით , კუჭ-ნაწლავის სტრომალური სიმსივნით, თირკმლის უჯრედული კარცინომით და სხვა იშვიათი სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტებს.

შეხვედრაზე მხარეებმა  ონკოჰემატოლოგიური და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის წამლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს  საქართველოში ფუნდამენტური სერვისების გაძლიერებისა და ინოვაციური მოდელების დანერგვის პერსპექტივებიც.

მინისტრმა Max Foundation-ის საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან პარტნიორობის შედეგად პაციენტებს კიდე უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ.

პატ გარსია-გონსალესმა პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვისთვის საქართველოს მთავრობის მუშაობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების მიზნით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა