ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარალელურად, ვგეგმავთ, ქვეყანაში შეიქმნას ბავშვთა ონკოლოგიის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ბაზა - მიხეილ სარჯველაძე
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარალელურად, ვგეგმავთ, რომ ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ბაზა შეიქმნას“, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ, უკანასკნელი 12 წლის მანძილზე, ჯანდაცვის უფლების უზრუნველყოფის მიმართულებით, რადიკალურად შეიცვალა ვითარება.
„იყო დრო, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები და მესვეურები, შავ ხვრელში ფულის გადაყრას ეძახდნენ. საბედნიეროდ, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ეს ასე აღარ არის და საქართველოში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი მიდგომები, რომ შავ ხვრელში ფულის გადაყრად თვლიდნენ ონკოლოგიური პაციენტის დახმარებას, აღარასდროს დაბრუნდება.“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
26.06.2025.11:22
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა, შეხვედრაზე, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ციფრული ჯანდაცვის სერვისების განვითარების, შინმოვლის სერვისების გაფართოების, საავადმყოფოებზე დატვირთვის შემცირებისა და ზოგადად, ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრირებული ზრუნვის სერვისების ეფექტურ მიწოდებას.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა, სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდნენ.