მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

მსოფლიო ბანკის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ GCCA-ის გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში საუკეთესოდ დასახელდა

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები  მსოფლიო ბანკის (World Bank Group) და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ საუკეთესოდ დასახელდა.

დაჯილდოება 8 მაისს, შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) 24-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც GCCA-ის თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა.

ნომინაციაში - კერძო ინვესტიციების, სამუშაო ადგილებისა და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდისთვის მდგრადი კონკურენტული პროცესის მხარდაჭერა - გაიმარჯვა GCCA-ის ქეისმა, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მონიტორინგის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შედეგად განხორციელებულ რეფორმებს, შეთანხმებული ქმედებების გამოვლენის გადაწყვეტილებებს ეხებოდა.

კერძოდ, GCCA-ის მიერ ფარმაციის ბაზარზე 13 რეკომენდაცია გაიცა, რის საფუძველზეც  საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესაბამისად  ქვეყანაში დაინერგა ელექტრონული რეცეპტის სისტემა, ამოქმედდა GMP და GDP სტანდარტი, დაინერგა რეფერენტული ფასი 7000-მდე მედიკამენტზე, შედეგად რიგ მედიკამენტებზე ფასები შემცირდა და პაციენტებმა მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთება შეძლეს. 2023 წელს კი GCCA-ს მიერ 4 ფარმაცევტული კომპანია 53 მლნ. ლარით დაჯარიმდა - სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენის მიზნით გამოცხადებულ კონკურსებში იდენტური ფასწარმოქმნის დაწესების გამო.

მეორე ნომინაციაში - სახელმწიფო შესყიდვების გაძლიერება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების აღმოფხვრა საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მიზნით, გამარჯვებული ქეისი ეხებოდა - GCCA-ის მიერ მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, სადაც მუნიციპალურ ტენდერში 4 კომპანიის შეთანხმებული ქმედება გამოვლინდა.

კონკურენციის საერთაშორისო ქსელი (ICN) 160-მდე ქვეყნის კონკურენციის და ანტიმონოპოლიურ უწყებას აერთიანებს.  2025 წელს გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა: 500-მდე დელეგატი, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების სერვისმა „ვიან კარდიო-ნეირო" დაიწყო მუშაობა

24.02.2026.13:03

ამერიკის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ფუნქციონირება დაიწყო სპეციალურად აღჭურვილმა სასწრაფო დახმარების სერვისმა - ვიან კარდიო-ნეირო, რომელიც განკუთვნილია გადაუდებელი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტებისთვის. სერვისი ამ ეტაპზე მხოლოდ ქუთაისის მასშტაბით ოპერირებს.

სერვისი დაფუძნებულია პაციენტის დროულ და უსაფრთხო მართვაზე. გამოძახების (16 003) შემთხვევაში ადგილზე ფასდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადაუდებელი სამედიცინო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში — სწრაფი და უსაფრთხო ჰოსპიტალიზაცია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, სადაც მაღალპროფესიონალური, მულტიდისციპლინური გუნდის მხრიდან ხდება ყოვლისმომცველი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური მაღალტექნოლოგიური კვლევების, ინტერვენციული ან/და ქირურგიული მკურნალობის სრული სპექტრის ჩატარება.

სასწრაფო დახმარების მაღალკვალიფიციური გუნდი, თანამედროვე, სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება და ბრიგადისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ვიან კარდიო-ნეიროს სერვისის უწყვეტ, ზუსტ და პროფესიონალურ ფუნქციონირებას. შედეგად, ყოველი გამოძახება სრულად კოორდინირებული პროცესია, რომელიც ხორციელდება გამოცდილ ემერჯენსი სერვისთან პარტნიორობით — პაციენტის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის უმაღლესი სტანდარტით.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი კვლავ აგრძელებს ზრუნვას, პაციენტთათვის თანამედროვე მკურნალობის მეთოდების, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ახალი ინოვაციების დანერგვის გზით.

როცა სიცოცხლეს წუთები წყვეტს — მოქმედებს ვიან კარდიო-ნეირო 24/7-ზე. 

16 003

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა