მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ადამიანი და მისი ჯანმრთელობა იქნება მთავარი ამოცანა და მიზანი, ყველა სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირებისთვის - მიხეილ სარჯველაძე
„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ადამიანი და მისი ჯანმრთელობა იქნება მთავარი ამოცანა და მიზანი ყველა სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირებისთვის“, -აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, თითოეული ადამიანი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.
„მადლობა პრემიერ მინისტრს, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის პრიორიტეტული საკითხების მიმართ იჩენს. მომდევნო წლიდან, არაერთი პროგრამა განიცდის ცვლილებას. შესაბამისად, პროგრამები, საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ, გაუმჯობესებული და გაძლიერებული სახით იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული განვითარებაც, გვაქვს განსაკუთრებული გეგმები, ეს უკავშირდება რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარებას, ბავშვთა ინფექციურ მიმართულებას, ასევე - ბავშვთა ონკოლოგიას, მედიკამენტების ხარისხსა და კონტროლს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის პროდუქტი, რომელსაც საზოგადოება არათუ უბრალოდ იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სრულად უფლებამოსილია აქ მკაცრად დააწესოს ის ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი ასეთი პროდუქციის დისტრიბუცია და სხვა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სხვა სიახლეები
პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა - სოფიო ასპანიძე პატრიარქზე
17.03.2026.16:48
პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა, - განაცხადა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ.
მისი თქმით, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები.
„პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები. ფაქტობრივად, შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება შემდგომ უკვე ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად, შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში“, - აღნიშნა მან.