მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

მიხეილ სარჯველაძე, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

news image

ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიაზე  სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ჯანდაცვის რეფორმებზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მინისტრმა ხაზი გაუსვა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანაში ახლა ინერგება. მან, ასევე ისაუბრა DRG ანაზღაურების მოდელის, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებისა და ინოვაციური პრეპარატების მწარმოებელი კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის მექანიზმის დანერგვის პოზიტიურ გავლენაზე.

„დიდი პატივია ჩემთვის, მოგმართოთ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე თემით – „ერთიანი მსოფლიო ჯანმრთელობისთვის“. ეს თემა სრულად შეესაბამება საქართველოს ერთგულებას ძლიერი, ინკლუზიური და სამართლიანი ჯანდაცვის სისტემის შექმნისადმი, რომელიც არც ერთ ადამიანს არ ტოვებს მიღმა.

ამ მიზნით, საქართველომ დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გარდამტეხი პროცესი. რეფორმის მიზანია ხელმისაწვდომობის გაზრდა, სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და უზრუნველყოფა იმისა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, ჰქონდეს წვდომა აუცილებელ ჯანდაცვის სერვისებზე. ხელმისაწვდომობა მაღალი სტანდარტების გარეშე დაუსრულებელი დანაპირებია - სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ სამედიცინო სერვისები იყოს ხელმისაწვდომი და მუდმივად მაღალი ხარისხის.

აღსანიშნავია, რომ აქართველოს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით, ხაზს უსვამს ერთობლივი მოქმედების ეფექტურობასა და ჯანდაცვის სტრატეგიების მნიშვნელობას. 

ჯანდაცვის სერვისებზე მდგრადი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ დანერგა DRG ანაზღაურების მოდელი, რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე და მწარმოებელი კომპანიისგან, ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვის მექანიზმი. ამ ინიციატივების შედეგად, მოვახდინეთ ქრონიკული დაავადებების მართვისა და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტების გაუქმება და გავაუმჯობესეთ მოქალაქეების ფინანსური დაცულობა.

არცერთი უფლება არ საჭიროებს თანაბარ ხელმისაწვდომობას ისე მწვავედ, როგორც ჯანმრთელობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინტერესის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, არც ერთი აღემატება ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის აუცილებლობას. ჯანმრთელობა არ უნდა იყოს პრივილეგია - ეს არის უფლება, და ამ უფლებასთან ერთად მოდის სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას ის.

ჩვენი ერთგულება თანასწორობის მიმართ ასევე აისახება ჩვენს პარტნიორობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც, 2024 წელს განხორციელდა ჩვენი ჯანდაცვის უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტების ერთობლივი გარე შეფასება (JEE). შეფასების საფუძველზე შემუშავდა ეროვნული სამოქმედო გეგმა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის (NAPHS), რომელიც სრულადაა თანხვედრაში საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციებთან და მის დამტკიცებას მიმდინარე წელს ვგეგმავთ. 

„ერთიანი მსოფლიო ჯანმრთელობისთვის“ - ამ ხედვით წინსვლისას, საქართველო რჩება ერთგული პარტნიორობის გაძლიერების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა.  მიხეილ სარჯველაძემ, შეხვედრები გამართა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ  ტედროს ადანომ გებრეისუსთან, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან, ასევე გლობალური ფონდის წარმომადგენლებსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრთან.  

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ასამბლეაში მონაწილეობს გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, რევაზ ლომინაძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს - ჯანდაცვის სამინისტრო

09.01.2026.13:48

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს. 

ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას. 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის - გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე მოქალაქეს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა