მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

მიხეილ სარჯველაძე, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ანგარიშით წარსდგა

news image

მოგეხსენებათ რომ საქართველოს გაცხადებული, დეკლარირებული, პრიორიტეტული მიმართულება არის ევროპული სტანდარტების დამკვიდრება ჩვენს სახელმწიფოში და მთავარი გზამკვლევი ამ მიზნით, გახლავთ სწორედ ასოცირების შეთანხმება“, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ ისაუბრაყურადღება გაამახვილა  „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ" კანონისა და მისი მიხედვით შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე, რომელიც დონორთა შერჩევას, სისხლის კომპონენტების შეგროვების წესს და სხვა პროცედურებს განსაზღვრავს. მინისტრის თქმით, საკითხის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე მაქსიმალური სიფრთხილით ხდება აღნიშნულ აქტებზე მუშაობა. ასევე, აღნიშნა, რომადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებდაადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებკანონის მიხედვით, მიმდინარეობს, შესაბამისი, კანონქვემდებარე აქტების შემუშავება. ყურადღება გაამახვილა, ინოვაციურ ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის ახალ წესზე, რომლითაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს მიერ, მწარმოებლისგან, პირდაპირი მოლაპარაკებითა და სპეციალური პირობებით მედიკამენტების შესყიდვა, რაც პაციენტისთვის, მაღალი ხარისხის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. აღნიშნა, რომ შემუშავდა კანონის პროექტისამედიცინო მოწყობილობების შესახებ“, რომელიც შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ, ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან და ახლო მომავალშიშესაძლებელი იქნება მისი ინიცირება. მინისტრის თქმით, მომზადებულია ცვლილებები კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების მიმართულებითაც, დაგეგმილია შემდგომი პროცედურების ინიცირება და პროცესი სექტორთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გაგრძელდება. მიხეილ სარჯველაძემმედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებკანონპროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა. აღნიშნა, რომ დოკუმენტი, ჯერ კიდევ, წინა მოწვევის პარლამენტშია წარმოდგენილი და მისი განხილვები მიმდინარეობს, რომელიც აქტიურ ფაზაში გადავა

ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, არ არის პროცესი, სადაც უბრალოდ რაღაც ეტაპს უნდა მიაღწიო, დახურო და დაივიწყო. ეს არის ის სფერო და დიდი პოტენციალი, რომ რეალურად ადამიანებმა საკუთარ თავზე იგრძნონ დადებითი ცვლილებები. ასოცირების შეთანხმებას, წინ უძღოდა დიდი, ხანგრძლივი მოლაპარაკებებიის რაც ქვეყნისთვის სასარგებლო, აუცილებლად განსახორციელებელი იყო რა თმა უნდა მოხვდა ასოცირების დღის წესრიგში

ჩვენი ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და მაღალი  ტემპითამას მოწმობს როგორც ეკონომიკური მაჩვენებლები, ასევე აბსოლუტურად დადებითია შეფასება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებითპრაქტიკულად ყველა კვლევა მოწმობს იმას, რომ ჯანდაცვის სექტორის მიმართულებით, მისი მდგრადობის გასაუმჯობესებლად, სწორი ნაბიჯები იდგმება და სწორად ვითარდება მთლიანად სექტორი. ამაზე მეტყველებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვიდან - დღემდე მიღებული გადაწყვეტილებები, თუნდაც ბოლოს, ონკოლოგიური მიმართულებით, ლიმიტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თუ სხვა“,  - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების სერვისმა „ვიან კარდიო-ნეირო" დაიწყო მუშაობა

24.02.2026.13:03

ამერიკის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ფუნქციონირება დაიწყო სპეციალურად აღჭურვილმა სასწრაფო დახმარების სერვისმა - ვიან კარდიო-ნეირო, რომელიც განკუთვნილია გადაუდებელი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტებისთვის. სერვისი ამ ეტაპზე მხოლოდ ქუთაისის მასშტაბით ოპერირებს.

სერვისი დაფუძნებულია პაციენტის დროულ და უსაფრთხო მართვაზე. გამოძახების (16 003) შემთხვევაში ადგილზე ფასდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადაუდებელი სამედიცინო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში — სწრაფი და უსაფრთხო ჰოსპიტალიზაცია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, სადაც მაღალპროფესიონალური, მულტიდისციპლინური გუნდის მხრიდან ხდება ყოვლისმომცველი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური მაღალტექნოლოგიური კვლევების, ინტერვენციული ან/და ქირურგიული მკურნალობის სრული სპექტრის ჩატარება.

სასწრაფო დახმარების მაღალკვალიფიციური გუნდი, თანამედროვე, სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება და ბრიგადისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ვიან კარდიო-ნეიროს სერვისის უწყვეტ, ზუსტ და პროფესიონალურ ფუნქციონირებას. შედეგად, ყოველი გამოძახება სრულად კოორდინირებული პროცესია, რომელიც ხორციელდება გამოცდილ ემერჯენსი სერვისთან პარტნიორობით — პაციენტის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის უმაღლესი სტანდარტით.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი კვლავ აგრძელებს ზრუნვას, პაციენტთათვის თანამედროვე მკურნალობის მეთოდების, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ახალი ინოვაციების დანერგვის გზით.

როცა სიცოცხლეს წუთები წყვეტს — მოქმედებს ვიან კარდიო-ნეირო 24/7-ზე. 

16 003

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა